საბუნებისმეტყველო რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე? 2021, 17 მარტი, 20:10 ფლამინგოები დგანან ცალ ფეხზე. არ გეგონოთ, რომ ისინი იოგას აკეთებდნენ. ასე არაა. წარმოიდგინეთ ფლამინგო. თქვენს თვალში იგი, ალბათ: ა)კაშკაშა ვარდისფერია: ბ) და დგას ცალ ფეხზე; ფლამინგოები ცალ ფეხზე პოზაში დღეში რამდენიმე საათს ატარებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძინავთ, ან ან შუადღისით ისვენებენ. რატომ დგას ფლამინგო ცალ ფეხზე? არც ისე მარტივი კითხვაა. წლების განმავლობაში ზოოლოგებმა რამდენიმე ვერსია წამოსწიეს წინ. პასუხი: ვერსია 1
ამას აკეთებენ კუნთების გადაღლის თავიდან ასაცილებლად. ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერი, ექიმი პოლ როუზი: "ეს ენერგოდაზოგვითი მოქმედებაა. თუ გინდათ, დაიჯერეთ, თუ გინდათ - არა, მაგრამ ფლამინგოები ინარჩუნებენ სტაბილურობას, მდგრადობას ხანგძლივი დროის განმავლობაში იმის წყალობით, რომ ერთ ფეხზე დგანან და არა ორზე. საქმე ისაა, რომ იოგები და მყესები ფიქსირდება განსაზღვრულ მდგომარეობაში, რაც ამცირებს კუნთების დატვირთვას. ორ ფეხზე დაძინება - ნიშნავს მუდმივად წონასწორობის შენარჩუნებას". ფლამინგო არაა ერთადერთი ფრინველი, რომელიც ცალ ფეხზე დგას. ასე იქცევიან იხვები, ბატები და გედები. ისინი ფლამინგოს მსგავს მექანიზმებს იყენებენ იდეალური წონასწორობის (ენერგო ბალანსის) შესანარჩუნებლად.
პოლ როუზი: "ბევრი ფრინველი დგას ცალ ფეხზე. უბრალოდ ფლამინგოს გრძელი ფეხები აქვს და უფრო თვალშისაცემია მისი ეს პოზა. ეს ქცევა დამახასიათებელია ადამიანებისთვისაც კი, როცა, მაგალითად, გრძელ რიგში დგანან, ერთ ფეხს მეორეს უნაცვლებენ".
ვერსია 2 ფლამინგოები ცალ ფეხზე დგებიან იმისათვის, რათა შეინარჩუნონ სხეულის სითბო. ამ მოსაზრების თანახმად, ფლამინგოები დიდ დროს ატარებენ წყალში, ამიტომაც მათ სჭირდებათ ზრუნვა სხეულის ქვედა ნაწილში სითბოს დანაკარგის (დაკარგვის) შემცირებაზე. როუზის აზრით, ეს ვერსია არასწორია: "გარკვეული დროის განმავლობაში ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტია, რომ "ეს ასე არ არის". ფლამინგოს, როგორც წყალში მცურავი ფრინველების უმეტესობას, ფეხებში ცოტა სისხლძარღვი აქვს. მათ აქვთ თერმული სისტემა, სითბოს შენარჩუნების მექანიზმი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ცალ ფეხზე დგომით ფლამინგოები მხოლოდ ენერგიის დაზოგვას ცდილობენ. 112 შეფასება არ არის
|