საფრანგეთში მოხალისეები 40 დღის განმავლობაში იცხოვრებენ გამოქვაბულში ტელეფონების და შუქის გარეშე
საფრანგეთში, ქალთა და მამაკაცთა ჯგუფი შეთანხმდა, რომ შეზღუდულ სივრცეში ერთად იცხოვრებენ 40 დღის განმავლობაში.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, არიეჟის მღვიმეში, 15 მოხალისემ დაიწყო უნიკალური 40-დღიანი ექსპერიმენტი.
ექსპერიმენტს Deep Time დაარქვეს და ეს არის პირველი ამ ტიპის პროექტი მსოფლიოში.
![საფრანგეთში მოხალისეები 40 დღის
განმავლობაში იცხოვრებენ
გამოქვაბულში ტელეფონების და შუქის
გარეშე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/202103171807506227.jpg)
Deep Time პროექტი დაიწყო კვირას, 14 მარტს. რვა კაცი და შვიდი ქალი უნდა შეეჩვიოს მღვიმის 12 გრადუს ტემპერატურას და 95% ტენიანობას, უნდა ისწავლონ ელექტროენერგიის გამომუშავება წყლის ველოსიპედით და მოიპოვონ წყალი 45 მეტრის სიღრმიდან.
![საფრანგეთში მოხალისეები 40 დღის
განმავლობაში იცხოვრებენ
გამოქვაბულში ტელეფონების და შუქის
გარეშე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/202103171809406227.jpg)
ექსპერიმენტის ყველა მონაწილე აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ათეულობით მეცნიერს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ მათი ჯანმრთელობის მაჩვენებლებს. როგორც ცნობილია, მოხალისეებში შედიან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, მათ შორის იუველირი, ანესთეზიოლოგი, დაცვის თანამშრომელი და საბაგირო გზის სპეციალისტი.
![საფრანგეთში მოხალისეები 40 დღის
განმავლობაში იცხოვრებენ
გამოქვაბულში ტელეფონების და შუქის
გარეშე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/202103171812066227.jpg)
არცერთი მათგანი არ მიიღებს კომპენსაციას პროექტში მონაწილეობისთვის - ყველამ გადაწყვიტა ნებაყოფლობით ჩართულიყო ექსპერიმენტში.
![საფრანგეთში მოხალისეები 40 დღის
განმავლობაში იცხოვრებენ
გამოქვაბულში ტელეფონების და შუქის
გარეშე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/202103171808226227.jpg)
არიეჟის მღვიმე, ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში, ექსპერიმენტის დროს შეიქმნა სამი "საცხოვრებელი ოთახი": საძილე, აქტიური გასართობი და ერთიც კვლევის ჩასატარებლად.
ცნობილია, რომ მოხალისეების ცხოვრებას ოთხი ტონა ტექნიკური მოწყობილობა გააკონტროლებს. Deep Time– ის დაფინანსება დაახლოებით 1, 2 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც კერძო და საჯარო პარტნიორებმა, კერძოდ, ადამიანის ადაპტაციის ინსტიტუტმა უზრუნველყო.