x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
5 წიგნი სადაც ბევრი პორნოგრაფიაა
image



ვლადიმერ ნაბოკოვი-ლოლიტა


რუსი მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, თუმცა ფრანგულად დაწერილი. „ლოლიტაში“ მოთხრობილია საშუალო ასაკის მამაკაცზე — ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება 12 წლის გოგო, სახელად დოლორეს ჰეიზი, და მასთან ინტიმურ ურთიერთობას იწყებს.

image



ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი


სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

image



მარკიზ დე სადი-სოდომის ასოცი დღე ანუ ლიბერტინაჟის სკოლა


ამ წიგნის სიუჟეტი საკმაოდ მწირია მისი განვითარების მხრივ. ოთხმა მდიდარმა ლიბერტინმა გადაწყვიტა ყველაზე მაღალი სექსუალური სიამოვნება გამოცადონ ორგიებში. ციხესიმაგრეში ისინი ძირითადად ახალგაზრდა გოგოებსა და ბიჭებს შეკრიბავენ, რომლებთანაც მთელი რომანის განმავლობაში ერთობიან. მწერალი დეტალურად აღწერს იქაურ ამბებს... ბოლოს, ყველაფერი მონაწილეთა უმეტესობის სიკვდილით მთავრდება. რომანი მე -20 საუკუნემდე არ გამოქვეყნებულა. მოგვიანებით იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, იაპონურ, რუსულ, გერმანულ და სხვა ენებზე.ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ არსებობს.

image




ე.ლ. ჯეიმსი-გრეის ორმოცდაათი ელფერი


ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდელი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტანია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნაბასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს... რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში

image



ქენდის ბუშნელი -სექსი დიდ ქალაქში


როგორია სექსი დიდ ქალაქში? ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? "სექსი დიდ ქალაქში" - მრავალი ემის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის "სექსი დიდ ქალაქში" მიხედვით შეიქმნა. წიგნი პირველად 1997 წელს გამოიცა .

image

0
2121
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0