x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სანამ არ ვუთხარი, ვერ მიხვდა, მის მიერ გაკეთებული "წამლით" რამდენი ვაკელი იყო გაწყვეტილი" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


"მე არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” ქართული ოცნების დანერგილია" - ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ უკვე ყბადაღებულ ტერმინად ქცეული ზემოაღნიშნული ლოზუნგი სულაც არ არის მმართველი გუნდის მიერ დამკვიდრებული. ოქრუაშვილის თქმით, "აბა ომი გინდათ"? ქართულ რეალობაში მხოლოდ ჩვენი და რუსების "ერთობლივი ძალისხმევით" დამკვიდრდა.


"მე არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” ქართული ოცნების დანერგილია. არა იმიტომ, ქოცებს რომ სამაგისო ინტელექტი არ აქვთ. არა, ამ ფენომენს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და თუ არა მეფის რუსეთის დროს გადაგვარებული თავად-აზნაურობიდან, საბჭოთა დროიდან მაინც იღებს სათავეს, როდესაც 60-იანი წლების შემდეგ ქართველებმა ერთბაშად დაკარგეს ჯარში სამსახურის ინტერესი და საბჭოთა, აზროვნებით უფრო ახლო, მილიციას მასიურად მიაშურეს.


მილიციაში სამსახურისადმი ერთი ნაწილის ინტერესმა, მეორე ნაწილს სრულიად საპირისპირო ინტერესი გაუღვივა და “ქურდობამ” და ქუჩის კანონებისადმი ინტერესმა არანაკლები გადაქაჩა მისკენ. ასე ჩაკვდა კოლექტიური ბრძოლის და გადარჩენის ინსტიქტი დროთა განმავლობაში. ამას დაემატა რამდენიმე წაგებული ომის სინდრომი და მივიღეთ კინტოების საზოგადოების დომინირება ბრძოლის შემძლე და მოყვარულ ნაწილზე.


ათი წლის წინ ერთი ცნობილი ოჯახის შვილი და აფხაზეთში არცთუ ურიგოდ ნაომარი თბილისელი თავგამოდებით მიმტკიცებდა თუ როგორ შეიძლება რუსეთთან ომი, ამის გამო ქართველები ხომ შეიძლება სულ გავწყდეთო. მაგრად მეცინებოდა რომ ვუსმენდი, მაგრამ სანამ არ ვუთხარი ვერ მიხვდა ჩემი სიცილის მიზეზს – მის მიერ გაკეთებული “წამლით” თუ რამდენი ვერელი და ვაკელი იყო გაწყვეტილი.


ჩვენმა და რუსების “ერთობლივმა ძალისხმევამ” ერთნაირად დაამკვიდრა “აბა ომი გინდათ?” დიდი ხნის განმავლობაში და არა უკრაინის ომმა და ქოცებმა." - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი.



0
1520
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1520