x
მეტი
  • 22.10.2021
  • სტატია:115140
  • ვიდეო:354170
  • სურათი:488992
გოგონა ინტიმური განცხრომის დროს ფანჯრიდან გადავარდა და მანქანის სახურავზე დაეცა(ვიდეო)
image

უჩვეულო ინციდენტი მოხდა ტაიბეიში, ტაივანის დედაქალაქში სადაც ნახევრად შიშველი გოგონა შემთხვევით გადმოვარდა ფანჯრიდან. ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა თუ როგორ ეცემა გოგონა შენობის წინ გაჩერებულ მანქანის სახურავზე.


როგორც გამოცემა Daily Star განმარტავს, სანახაობრივი ფრენა მოხდა ახალგაზრდა მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობის დროს - ტემპერამენტიანმა ქალბატონმა სქესობრივი კავშირი დამყარებამდე თავი ვეღარ შეიკავა, ფანჯრის რაფიდან დასხლტა და გადმოვარდა.


ჩამოვარდნის დროს გოგონას პერანგის და საცვლის ამარა იყო, ხოლო შორტი ცალ ფეხზე ჰქონდა ჩამოკონწიალებული.


მალევე მასთან მიირბინა მისი შეყვარებულმა, რომელიც ნახვერადშიშველი გამოვარდა გარეთ და დაეხმარა გოგონას მანქანის სახურავიდან ჩამოსვლაში. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ზურგი დაუზიანდა.


" სახლში მივდიოდი, როდესაც ეს ჩემს თვალწინ მოხდა."


”მე არ დამინახავს მისი დაცემა, მაგრამ ჩვენ გავიგეთ ხმამაღალი ბრახუნი და ის უკვე მანქანის სახურავზე იყო. "


”შემდეგ მამაკაცი მივიდა მასთან და დაეხმარა "-განუცხადეს შოკირებულმა მოწმეებმა ადგილობრივ მედიას.



მსგავსი შემთხვევები არც თუ იშვიათია, რომელიც ხშირად ტრაგედიით მთავრდება:მაგალითად 2019 წლის სექტემბერში ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, 35 წლის მამაკაცი და 28 წლის ქალი მესამე სართულის აივანზე სექსით დაკავდნენ წვეულების დროს, წყვილის შიშველი გვამები ტერასაზე მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინა, როდესაც სახლში ყოფნის დროს ძლიერი ბრაგვანის ხმა გაიგო და ქუჩაში გამოვარდა.


2015 წელს ლონდონში აივანზე სექსის დაწყების წინ სასიკვდილოდ დაიმტვრა 19 წლის რუსი გოგონა ანასტასია ტუტიკი და 18 წლის მექსიკელი ახალგაზრდა კაცი მიგელ რამოსი.




2019 წლის ივლისში, სანკტ-პეტერბურგში ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი აივნიდან იმ დროს გადავარდნენ, როცა სექსით იყვნენ დაკავებულნი. 9 სართულის სიმაღლიდან გადავარდნის შემდეგ ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი ადგა და წავიდა.



2019 აგვისტოში, პერუში შეყვარებულები მეიბეტ ესპინოზა ფლორესი და ჰეკტორ ვიდალი ლოპესი ქალაქ კუსკოში კოცნაობის დროს ხიდიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ.


2019 აგვისტოში საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ანალოგიურად დაიღუპნენ ტურისტები:30 წლის ბრიტანელი მამაკაცი და მისი კანადელი მეწყვილე.

0
1564
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0