ფოტოგრაფია ფოტოგრაფი მოდელების წინ შიშველი დგას და მათ რეაქციებს კამერით იღებს- სახალისო ფოტოპროექტი 2021, 17 მარტი, 10:24 როგორც წესი, ფოტოგრაფები თვითონ იღებენ კამერით შიშველ ხალხს ხოლო თვითონ არ იხდიან, რაში სჭირდებათ? თუმცა ფოტოგრაფი ტრევორ კრისტენსენი (Trevor Christensen) სულ სხვა გზით წავიდა და შექმნა სახალისო და შიშველი ფოტოპროექტი “შიშველი პორტრეტები", («Nude Portraits»), რომლის ფარგლებშიც ტანსაცმლის გარეშე თავადაა და არა მისი მოდელები. იმისდა მიუხედავად, რომ ტრევორი გამოცდილი ფოტოგრაფია, მისთვის ამდაგვარი სახის პროექტი გამოცდა იყო . “ იმ ადამიანებთანაც კი, ვისაც ვიცნობდი, უცნაური იყო ერთდროულად საუბარი და შიშველი დგომა კამერის უკან". დროის განმავლობაში კი ამასაც შეეჩვია და სამუშაო გაუმარტივდა. ნახეთ ფოტოსურათები:
639 2-ს მოსწონს
|