x
image
ლანა92
აინშტაინის გამოცანა "ვინ ზრდის თევზს?" - აბა, თუ ამოხსნით?!
image









"აინშტაინის გამოცანის" სახელწოდებით ცნობილია ცნობილი ლოგიკური დავალება, რომლის ავტორობა მიეწერება ალბერტ აინშტაინს. მიიჩნევა, რომ ეს თავსატეხი აინშტაინმა მოიფიქრა ბავშვობაში. სხვა მოსაზრებით, ამ გამოცანას იყენებდა

აინშტაინი თანაშემწეების ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად.

გამოცანის სირთულე გამოიხატება იმით, რომ მის ამოსახსნელად მხოლოდ


გონების მოშველიებაა შესაძლებელი, არავითარი დამხმარე საშუალება,

ქაღალდიც კი არა, ანუ მხოლოდ ზეპირი გზით (ნახაზის, სქემის შედგენის, რამის ჩანიშვნია, ჩანაწერის გარეშე). მიჩნეულია, რომ ზეპირად, შიშველი გონებით აინშტაინის გამოცანის ამოხსნა ადამიანთა მხოლოდ 2 %-ს შეუძლია.

აინშტაინის გამოცანა:

5 სხვადასხვა ადამიანი 5 სხვადასხვა ფერის სახლში ეწევა 5 სხვადასხვა ბრენდის სიგარეტს, ზრდიან 5 სხვადასხვა ცხოველს, წრუპავენ 5 სხვადასხვა სასმელს.

კითხვა: ამ 5 ადამიანიდან რომელი ზრდის თევზს?

მინიშნებები:

1.ნორვეგიელი პირველ სახლში ცხოვრობს.

2.ინგლისელი წითელ სახლში ცხოვრობს.

3.მწვანე სახლი თეთრის მარცხნივ მდებარეობს.

4.დანიელი ჩაის მიირთმევს.

5.ვინც "Rothmans" ეწევა, იმის გვერდით ცხოვრობს, ვინც კატებს ზრდის.

6.ის, ვინც ყვითელ სახლში ცხოვრობს, "Dunhill"-ს ეწევა.

7.გერმანელი მალბოროს ეწევა.

8.ვინც ცენტრში ცხოვრობს, სვამს რძეს.

9.ის, ვინს "Rothmans"-ს ეწევა, მისი მეზობელი სვამს წყალს.

10.ის, ვინც "Pall Mall"-ს ეწევა, ჩიტს ზრდის.

11.შვედი ზრდის ძაღლებს.

12.ნორვეგიელი ლურჯი სახლის გვერდით ცხოვრობს.

13.ის, ვინც ცხენებს ზრდის, ლურჯ სახლში ცხოვრობს.

14.ვინც "Philip Morris"-ს ეწევა, სვამს ლუდს.

15.მწვანე სახლის მცხოვრები სვამს ყავას.



ამოცანის ამოხსნა:

მაშ, ასე, ჩვენ გვაქვს 25 პოზიცია, რომელიც უნდა შეავსოთ შემდგომი მონაცენებით:

ეროვნება: ნორვეგიელი, ინგლისელი, დანიელი, გერმანელი, შვედი;

სახლის ფერი: წითელი, მწვანე, თეთრი, ყვითელი, ლურჯი;

სიგარეტის მარკა: როტმანსი, დანჰილი, მალბორო, პელ მელი, ფილიპ მორისი;

ცხოველი: კატები, ჩიტები, ძაღლები, ცხენები, თევზები;

სასმელი: ჩაი, რძე, წყალი, ლუდი, ყავა;

უნდა შევავსოთ სქემა, ტაბულა:

სახლის ნომერი 1 2 3 4 5

ეროვნება

სახლის ფერი

სიგარეტები

ცხოველი

სასმელი

მინიშნებებიდან დაუყოვნებლივ ვავსებთ ცხრილის უჯრებს:

ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში.

ნორვეგიელი ლურჯი სახლის გვერდით ცხოვრობს.

ის, ვინც ცხენებს ზრდის, ლურჯ სახლში ცხოვრობს.

ის, ვინც ცენტრში ცხოვრობს, სვამს რძეს.

სახლის ნომერი 1 2 3 45

ეროვნება ნორვეგიელი

სახლის ფერი ყვითელი ლურჯი

სიგარეტი დანჰილი

ცხოველი ცხენები

სასმელი რძე

რადგან ინგლისელი წითელ სახლში ცხოვრობს, ე.ი. ნორვეგიელი წითელ სახლში არ ცხოვრობს. ნორვეგიელი არც ლურჯ სახლში ცხოვრობს, რადგან ლურჯი სახლის გვერდით ცხოვრობს, მინიშნების თანახმად. ნორვეგიელი არც თეთრ სახლში არ ცხოვრობს, რადგან მწვანე სახლი თეთრი სახლის მარცხნივაა, ხოლო ნორვეგიელის სახლი ყველაზე მარცხნივაა. ნორვეგიელი არც მწვანე სახლში არ ცხოვრობს, რადგან მწვანედან მარჯვნივ მდებარეობს თეთრი სახლი, ხოლო ნორვეგიელის სახლის მარჯვნივ ლურჯი სახლია. გამოდის, რომ ნორვეგიელი უეჭველად ყვითელ სახლში ცხოვრობს. აქედან დასკვნა, რომ იგი დანპილს ეწევა.

სახლის ნომერი 1 2 3 45

ეროვნება ნორვეგიელი

სახლის ფერი ყვითელი ლურჯი

სიგარეტი დანჰილი

ცხოველი ცხენი

სასმელი რძე

რადგან მწვანე სახლი თეთრის მარცხნივ მდებარეობს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ნომერი 3, ან 4. ამასთანავე, მესამე, საშუალო სახლში მცხოვრები რძეს სვამს, მწვანე სახლისა კი - ყავას. ესეიგი მწვანე სახლის ნომერია 4, თეთრისა - 5, წითელის - 3. აქვე ცხოვრობს ინგლისელი.ყავას მიირთმევს ნომერ 4 სახლის მცხოვრები.

სახლის ნომერი 1 2 3 4 5

ეროვნება ნორვეგიელი ინგლისელი

სახლის ფერი ყვითელი ლურჯი წითელი მწვანე თეთრი

სიგარეტი დანჰილი

ცხოველი ცხენი

სასმელი რძე ყავა

გერმანელი რადგან მალბოროს ეწევა, ესეიგი, იგი არ ეწევა ფილიპ მორისს და შესაბამისად, არც ლუდს სვამს. იგი არც რძეს სვამს, რამდენადაც რძეს ინგლისელი სვამს. გერმანელი არც ჩაის სვამს, რადგან ამას აკეთებს დანიელი. გამოდის, რომ გერმანელი ყავას, ან წყალს სვამს. ნორვეგიელი: არ სვამს ლუდს (იგი ეწევა სხვა სიგარეტს), რძე (არაა ინგლისელი); ყავა (არ ცხოვრობს მწვანე სახლში), ჩაი (არაა დანიელი). გამოდის, რომ ნორვეგიელი წყალს სვამს, ხოლო გერმანელი სვამს ყავას და ცხოვრობს მწვანე სახლში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გერმანელი ეწევა მალბოროს. რადგან ნორვეგიელი წყალს სვამს, მისი მეზობელი (სახლი 2) როტმანსს ეწევა.

რადგან შვედი ზრდის ძაღლებს, ესეიგი, იგი არ ცხოვრობს სახლი 2-ში (იქ ცხენებს ზრდიან). ანუ შვედი ცხოვრობს ნომერ 5, იმავე თეთრ სახლში. გამოდის, სახლი 2-ში ცხოვრობს დანიელი, რომელიც სვამს ჩაის.

რადგან პელ მელის მწეველი ჩიტს ზრდის, იგი არაა შვედი, არამედ ინგლისელია, შესაბამისად, შვედი ფილიპ მორისს ეწევა და ლუდს სვამს.

დაგვრჩა ბოლო მონიშნება:

ადამიანი, რომელიც როტმანსს ეწევა, ცხოვრობს იმის გვერდით, ვინც ზრდის კატებს.

როტმანსს ეწევა დანიელი, რომელიც ცხოვრობს ნომერ 2 სახლში. მისგან მარჯვნივ ცხოვრობს ინგლისელი, რომელიც ზრდის ჩიტებს. ეს ნიშნავს, რომ დანიელის მეორე მეზობელი (მარცხნივ), ნორვეგიელია და იგი ზრდის კატებს.

თევზებს კი ზრდის გერმანელი.

პასუხი მიღებულია.

საბოლოო სქემა:

სახლის ნომერი 1 2 3 4 5

ეროვნება ნორვეგიელი დანიელი ინგლისელი გერმანელი შვედი

სახლის ფერი ყვითელი ლურჯი წითელი მწვანე თეთრი

სიგარეტი დანჰილი როტმანსი პელ მელი მალბორო ფილიპ მორ.

ცხოველი (არსება) კატები ცხენები ჩიტები თევზები ძაღლები

სასმელი წყალი ჩაი რძე ყავა ლუდი

პასუხი: თევზებს ზრდის გერმანელი.



0
673
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
673
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0