x
image
ლანა92
უცხო ხილები, რომელთა რეალურობის დაჯერებაც გაგიჭირდებათ

image

პიტაია, ანუ დრაკონის ხილი (ბოლქვი-ხილი)

image

ესაა კაქტუსის ნაყოფი, რომელიც ჰგავს ბოლქვებს რომელიმე მცენარისა, მაგრამ სინამდვილეში პიტაია ხილია. მისი სამშობლო მექსიკაა, თუმცა დღეს სხვა ქვეყნებშიც მოჰყავთ თბილ პირობებში, სათბურებში.

კივანო (კიტრისა და ნესვის ჰიბრიდი)

image

ივანო ეგზოტიკური ხილია, რომელიც ხარობ ახალ ზელანდიაში. იგი მოგაგონებთ კიტრისა და ნესვის უცნაურ ჰიბრიდს. იგი უცხოა იმ მხრივაც, რომ მწვანე შიგთავსი საშინელებათა ფილმის ასოციაციას იწვევს.

ბუდას ხელები,

ციტრონის ხელები (ხილი-რვაფეხა)

image

image

ჰგავს მუტირებულ ლიმონს, ძალიან სქელი ქერქით.ზოგჯერ მას ქერქის გარდა, არც არაფერი აქვს, გამომშრალია. ლიმნისაგან განსხვავებით, "ბუდას ხელებისაგან" წვენს ვერ გამოწურავთ, ამ ხილს არც თესლი არ აქვს. მაშინ რისთვისაა საჭირო? სახლის თილისმად გამოიყენება, მაგალითად ჩინეთში.

დურიანი

(ზღარბუნია კანითა და მუხლუხო-შიგთავსით)

image

ალბათ, ყველაზე სადავო ნაყოფია. დურიანის ნაყოფს იმდენად უცნაური, ეგზოტიკური გემო აქვს, რომ ბევრი ვერ რისკავს მის გასინჯვას, თუმცა ვინც გაბედა და დააგემოვნა, ყველა ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ ამ ხილზე გემრიელი არაფერი მიურთმევია არასოდეს.

მარაკუია ("ვნების ხილი")


image

მარაკუია გამოირჩევა უჩვეულოდ გემრიელი წვენით. მის რბილობი ხშირად გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის დანამატად.

პანდანუსი (ხრახნიანი პალმა)

image

პანდანუსს სხვაგვარად "ხრახნიან პალმასაც" უწოდებენ. მისგან საღებავებსაც ამზადებენ და საკვებადაც გამოიყენება.

რამბუტანი

image

image

მკაცრი, უხეშბუსუსებიანი კანის ქვეშ იმალება საოცრად ნაზი რბილობი, რომელსაც ხშირად იყენებენ მურაბებისა და ჟელეების დასამზადებლად. რამბუტანის თესლს წვავენ და ისე მიირთმევენ.

აკებია ("კიტრზე აცოცებული")

image

ნაყოფი ძეხვს, სარდელს წააგავს, ხოლო გემოთი ჟოლოს არომატი დაჰკრავს.

აკი

image

დასავლეთ აფრიკის ენდემური ხილია, თუმცა მონათვაჭრობის დროს იამაიკაშიც გავრცელდა და დღეისათვის კარიბული სამზარეულოს მთავარი ნაწილი, ინგრედიენტია.

ჯეკხილი, ან უბრალოდ ჯეკი

image

ყველაზე დიდი ხილია მსოფლიოში. იზრდება ხეზე.

ატემოია

(ჰიბრიდი, ჩერიმოასა და შაქრის ვაშლის

"ბოტანიკური სიყვარულის ნაყოფი")

image

რბილობს ერთდროულად დაჰკრავს მანგოსა და ანანასის გემო, ხოლო სისქით არაჟნის, ან ნაზი კრემის მსგავსია - ის დნება პირში.

გველის ხილი

image

კანი ძალიან ჰგავს ქვეწარმავლის, გველის ხაოებიან სხეულს და შესაბამისად მიიღო სახელიც "გველის ხილი". გახსნილი ხილის შიგთავსი, ნაყოფი ჰგავს ხახვს, ან ნივრის დიდი კბილს.

პიტანგა (ალუბლის მსგავსი)

image

ველური კენკრაა, თუმცა ბევრ ქვეყანაში დაიწყეს მისი გაკულტურება, სახლის პირობებში მოყვანა. ჰგავს ჩვეულებრივ ალუბალს, თუმცა რამდენადმე განსხვავებული ფორმა და გემო აქვს. ის გაცილებით სწრაფად (აყვავებიდან 3 კვირაში) მწიფდება, ვიდრე ალუბალი.

ჩინური მარწყვი

image

ფორმით რთულია, მარწყვს მივამსგავსოთ, "ჩინური მარწყვი" შაქრიან მრგვალ კანფეტებს უფრო ჰგავს, რომლებიც რატომღაც ხეზე იზრდება. გემო საკმაოდ სპეციფიკური აქვს "ჩინური მარწყვის" ნაყოფს და ეს ხეხილი ძირითადად პარკებში დეკორაციად გამოიყენება. მეტად უცნაურია, თუ რატომ უწოდეს ამ ხილს მარწყვი.

კარამბოლა (ვარსკვლავხილი)


image

კარამბოლას გაჭრილი ნაყოფი ჰგავს ხუთქიმიან ვარსკვლავს და სახელწოდებაც შესაბამისი მიიღო. ის შეიძლება, იყოს მჟავეც და ტკბილიც. კარამბოლას მჟავე სახეობას იყენებენ სალათებისათვის, ხოლო ტკბილნაყოფიან ჯიშებს ჭამენ, როგორც ხილს. კარამბოლას ხილის ნაყოფს დაჰკრავს ერთდროულად ლიმნის, ყურძნისა და მანგოს გემო.

აკრძალული ბრინჯი (შავი ბრინჯის სახეობა)

image

ესაა ჩინეთში შექმნილი შავი ბრინჯის სახეობა.ნაყოფი შავია, ხოლო მოხარშვისას მუქი მეწამული ხდება. აქვს კაკლის გემო, ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით მიკროელემენტებს. სახელწოდება "აკრძალული ბრინჯი" იმიტომ მიიღო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებისათვის იყო ხელმისაწვდომი მისი ნაყოფის ჭამა.

საზამთროს ბოლოკი (ამობრუნებული ბოლოკი)

image

თითქოს ჩვეულებრივი ბოლოკი აიღეს და ამოაბრუნეს: პირიქითაა, გარედან თეთრი, შიგნიდან - წითელი. ნაყოფი დაახლოებით ბეისბოლის ბურთის ზომისაა. კომბოსტოსთან ნათესაობა მას ოდნავ მწარე გემოს აძლევს. დაჭრილი "ამობრუნებული ბოლოკი" ჰგავს მცირე ზომის საზამთროს

ხოპის სიმინდი - მუქი ლურჯი სიმინდი

image

სიმინდის განსაკუთრებული სახეობაა, უჩვეულო შეფერილობით. ჯერ კიდევ ძველი დროიდან ლურჯი სიმინდი მოჰყავდათ ინდიელებს, ხოპის ტომს. ამიტომაც მუქ ლურჯ სიმინდს "ხოპსაც" კი უწოდებენ. ჩვეულებრივ სიმინდზე გაცილებით ტკბილია, დაჰკრავს თხილის გემო.

რომანესკუ (სამეფო კომბოსტო)

image

ამჟღავნებს ნათესაობას კომბოსტოსთან, ჰგავს ამ უკანასკნელს გარეგნულადაც, თუმცა გაცილებით ნაზი და გემრიელია. ბოსტნეული ყველას მოეწონება, იმასაც, კი ვისაც არ უყვარს კომბოსტო.

კანისტელი (კვერცხის ხილი)


image

ნაყოფი სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა: მრგვალი, ოვალური, გულის მსგავსი. ფერი ვარირებს მკრთალი ყვითლიდან მსუბუქ ნარინჯისფერამდე. კანისტელი ხილია თუ ბოსტნეული, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. გემოთი, ერთი მხრივ, მოგაგონებთ გემრიელ კარტოფილს და შეგიძლიათ, დაუმატოთ სუპს, ან სალათებს.მეორე მხრივ, მას მიირთმევენ ქორფას, ახალს, ნაყინთან და ხილის დესერტებთან ერთად.

0
658
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0