x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მთვარით მკურნალობა, ცხელი ცვილი და სხვა არასასიამოვნო და უცნაური მეთოდები, რითაც კბილებს მკურნალობდნენ შუა საუკუნეებში

უნდა ითქვას, ძალიან გაგვიმართლა თანამედროვე მედიცინის სამყაროში რომ დავიბადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევდა სხვადასხვა უსიამოვნო და უცნაური მეთოდებით მკურნალობა:


წყლის გამოვლება, კვამლი და ოყნა

კბილის სამკურნალოდ რომაელი მეცნიერი კორნელიუს ცელსიუსი პაციენტებს უნიშავდა კვამლს და სხვადასხვა მცენარის ნაყენებს. კვამლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხახვის, ჰენბანისა და თხის ცხიმის ნარევისგან. გარდა ამისა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომში სწორედ ატკივებული კბილის გამო უნიშნავდნენ პაციენტებს ოყნას... სავარაუდოდ კბილის ტკივილის დასავიწყებლად.image


კბილის ჭიები-

ის, რომ კარიესის მიზეზი ბაქტერიებია, მეცნიერებმა მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს გაარკვიეს. მანამდე კი მედიცინის “ღმერთებს" სწამდათ, რომ კბილებში ხვრელების მიზეზი ჭიები იყვნენ და სწორედ ისინი ხრავდნენ ემალს. ტკივილი კი იმიტომ ჰქონდათ, რომ ეს ჭია მოძრაობდა ან ხვრელს აფართოებდა. ამ ჭიებს კი მკურნალობდნენ “მაგიით", სამკურნალო ბალახები და ცხელი ცვილი.image


მთვარე და გომბეშოები-

უძველესი დროიდან ექიმებს ერთი კითხვა აწუხებდათ: როგორ უნდა ემკურნალად კბილისთვის ტკივილის გარეშე? პაციენტისთვის თავში ქვის ჩარტყმით და გათიშვით? აი XVII საუკუნის გერმანელი ექიმი კარდანუსი კი პაციენტებს ურჩევდა მთვარის შუქზე დამსხდარიყვნენ, პირი ფართოდ გაეღოთ და განკურნებას დალოდებოდნენ. ასე უნდა ყოფილიყვნენ საათობით. აი რომში კი სულ სხვანაირი მეთოდი ჰქონდათ: სავსემთვარეობის დროს უნდა დაეჭირათ გომბეშო, ჩაეფურთხებინათ მისთვის და ჯადოსნური სიტყვები წარმოეთქვათ.image


ყურები და სკინტლი-

კიდევ ერთი განუმეორებელი რეცეპტი ძველი რომაელებისგან. ექიმები ხალხს ურჩევდნენ ყვავის და ბეღურას სკინტლი ერთმანეთში აერიათ, დაემატებინათ ცხიმი და ეს ნარევი მოეთავსებინათ ყურში მტკივანი კბილის მხარეს და დალოდებოდნენ სასწაულს.image


კბილის ბჟენი ცხელი ცვილისგან და ტყვიისგან-

კბილების დაბჟენისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ. “უბრალო მოკვდავებს" ამოხრულ კბილში ასხამდნენ ცხელ ცვილს ან ტყვიას, ხოლო მდიდარ პაციენტებს კი ოქროს და ვერცხლის ბჟენებს უდგამდნენ.image


ბაყაყის განავალი და კურდღლის ტვინი-

მკურნალობის ამგვარი მეთოდების შემდეგ, ყველაზე ხშირად კბილების ამოღება უწევდათ. ამასთან, ხალხს სჯეროდა, რომ რადგან კბილი თავის არეშია, მაშინ თავის ტვინი როგორღაც უკავშირდება მას. ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ პაციენტების ტკივილის შემსუბუქებას მკურნალობის დროს. მაგალითად, ამოღებამდე კბილს აყრიდნენ ბაყაყის განავალს ან დარიშხანთან შეზავებულ ცხიმს. კბილის ჩამოშლის შემდეგ კი ნარჩენებს პინცეტით იღებდნენ. იმისათვის, რომ კარგად მოშუშებულიყო, ექიმები პაციენტის ღრძილებს კურდღლის შემწვარ ტვინს უსვამდნენ, შემდეგ ი პირის ღრუს შარდით გამორეცხვას ურჩევდნენ.image

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0