x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
10 ქვეყანა, სადავ ჭარბწონიან ქალბატონებს უპირატესობას ანიჭებენ

მიუხედავად მრავალი ჯანმრთელობის პრობლემისა, როლის მიზეზით შეიძლება ჭარბწონიანობა გახდეს, არსებობს ქვეყნები, სადაც უპირატესობას სწორედ ზედმეტი კილოგრამების მქონე ქალბატონებს ანიჭებენ:


ნაურუ- ნაურუს სახელმწიფო ცნობილია არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის ყველაზე მაღალი, მოსახლეობაში 31% სტატისტიკით, რამედ იმითაც, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჭარბწონიანია. წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ამ პატარა კუნძულზე მცხოვრები 14000 ადამიანი სიმუქნეს სილამაზესთან და ნაყოფიერებასთან აკავშირებს. ქალებს კარგად კვებავენ ბავშვის გაჩენისთვის მოსამზადებლად, მამაკაცებს კი ძალ-ღონისთვის.image


ტონგა- პატარა კუნძულ ტონგაზე, წყნარი ოკეანის სამხრეთით, დიდი ფიზიკური ფორმები მიიჩნევა სილამაზედ. სიმსუქნე განაპირობა იმპორტირებულმა ცხიმიანმა ა მავნე საკვებმა, რომელსაც ქვეყანაში უხვად მოიხმარენ და ასევე ფიზიკური აქტივობების ნაკლებობამ. კუნძულის 140 000 მცხოვრებიდან, 100 000 ჭარბწონიანია. გარდა ამისა, თვლიან, რომ ტონგას მოსახლეობა გენეტიკურადაა მიდრეკილი სიმსუქნისკენ.image


ქუვეითი- ქუვეითი შუა აღმოსავლეთში არა მხოლოდ მდიდარია ნავთობის საბადოებით, არამედ ჭარბწონიანებითაც. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ამ ქვეყანაში სიკვდილის ძირითადი მიზეზია და ქუვეითში 15 წელზე ზევით ასაკის ქალების 52% ჭარბწონიანია. ისტორიულად, ამ უდაბნოს მომთაბარეებს სიმსუქნე ჯანმრთელობისა და სიმდიდრის ნიშნად მიაჩნდათ და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. იმ ქვეყანაში, სადაც ქალის განვითარება ტაბუდადებულია, ცოლები ხშირად მხოლოდ დეკორატიულ ელემენტებად ფასდებიან, რომლებიც სახლის შევსებისთვის არიან საჭირო. რაც უფრო მწუქანია ქალია, მით უფრო მდიდარია სახლი.image


ფიჯი- ოდესღაც ყველასგან იზოლირებული კუნძულის ლიდერები შეუერთდნენ დანარჩენ სამყაროს, ამის შედეგად მოსახლეობის საკვების ყოველდღიურ რაციონს დაემატა ცხიმიანი და მავნე საკვები. სწორედ ამის გამო, ფიჯის კუნძულების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჭარბწონიანია, თუმცა წელის დიდი გარ|შემოწერილობა უკვე დიდი ხანია რაც იქ ჯანმრთელობის და სილამაზის ნიშანია.image


იამაიკა-იამაიკელი ქალების 65% კლასიფიცირებულია ჭარბი წონის კატეგორიაში, სანაპიროზე იდეალურ სხეულად სამედიცინო სტანდარტებზე ორჯერ მეტი წონა ითვლება. 1993 წელს იამაიკის სოფელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისუსტე ასოცირდება მწუხარებასთან, ჭარბი წონა კი ბედნიერებასთან, კეთილგანწყობასთან და სოციალურ ჰარმონიასთან. შესაბამისად, არსებობს აბების მთელი ბაზარი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა ქალებს წონის მომატებაში.image


სამოა- მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უარი თქვა წყნარი ოკეანის პროდუქტებზე და უპიატესობა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მავნე პროდუქტებს მიანიჭა, სამოას მოსახლეობაში ბევრი ჭარბწონიანი გაცნდა. თუმცა, სიმსუქნე ახალი არც ყოფილა: ადგილობრივებს საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდნენ საკვების უკმარისობით და ბიოლოგიურ ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ისინი გენეტიკურად "დაპროგრამებულები" არიან ცხიმოვან ქსოვილებში დამატებითი კალორიების შენახვისთვის. ამიტომაც, ჭარბი ჭონა ნორმად ითვლება.image

სამხრეთ აფრიკა- შიდსის ინფექციის გავრცელების გამო, წონის დაკლება აქ ასოცირდება დაავადებებთან და შედეგად, სამხრეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა სიგამხდრისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. გარდა ამისა, მოსახლეობას მოსწონს ჭარბი წონა და მას სიმდიდრის ნისნად თვლიან.image


ავღანეთი- საუკუნეების განმავლობაში ავღანელი ქალები ფასობდნენ იმით, რომ ძალიან ნაყოფიერები იყვნენ და მომთაბარე ტომებში ბევრ შვილს აჩენდნენ. ბურკა უმეტესწილად მალავს ქალის სხეულის ზუსტ კონტურებს, მაგრამ აქ მრგვალი სახე და მრგვალი ფორმები ყველას მოსწონს.image


ტაიტი- კუნძულ ტაიტიზე, საფრანგეთის პოლინეზიაში, არსებობდა ჰააპორის ადგილობრივი ჩვეულება, რაც სიტყვასიტყვით "გასუქებას" ნიშნავს. ახალგაზრდა ქალებს კარგად კვებავდნენ და შემდეგ ლიდერებთან მიჰყავდათ, რათა სილამაზე შეეფასებინა. ჭარბწონიანობის თაყვანისცემა აქ დღესაც გრძელდება, ნაწილობრივ ქოქოსის რძითა და ნახშირწყლებით მდიდარი რაციონის გამო. ტაიტიში ქალებს დღემდე უყვართ მრგვალი სახე და მომრგვალო ფორმები. image


მავრიტანია- გვალვით დაზარალებულ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ამ ხალხისთვის ქალის სიმსუქნე სილამაზისა და სიმდიდრის სინონიმია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ იძულებითი კვებაც ნორმად ითვლება, აქ ახალგაზრდა გოგონები ყოველდღე მოიხმარენ დიდი რაოდენობით აქლემის ცხიმიან რძეს. ქალებს არ შეუძლიათ ცხიმის დიდი რაოდენობის გადამუშავება და ამიტომაც ზედმეტ წონას იღებენ. რაც შეეხება ვარჯიშს, მას მიუღებლად თვლიან, ხოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ, როდესაც ქალი სტრესშია და ზედმეტ კილოგრამებს კარგავს, ქმრები მათ სწორედ წონის კლების გამო შორდებიან.image







0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0