x
image
თუთიკო ბერძენა
თვითაალებული ადამიანი თვალის დახამხამებაში ცეცხლის ალში ეხვევა და იფერფლება. როგორც იქნა, მიზეზი მიკვლეულია!

განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანების შემთხევაში, რომელთაც ე.წ. "სიზმრის დამწვარი" არე უჩნდება გაღვიძებისას.


image

მოერიდეთ დეპრესიას!
მეცნიერებმა ბოლო დროს აქამდე ამოუხსნელი პიროკინეზის ეტიოლოგიად დეპრესია დაასახელეს!

შემთხვევები, როდესაც გაურკვეველი წარმოშობის ცეცხლში გახვეული ხალხი, რამდენიმე წუთში გადაიქცა მუჭა ნაცარად, ცნობილია ძალიან დიდი ხანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი იშვიათად ხდება: მთელი გასული საუკუნის განმავლობაში, პიროკინეზის მხოლოდ 19 შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოში. რატომ ხდება ეს და, რაც მთავარია, რატომ არ ხდება ალის მიმდებარე ობიექტებზე გავრცელება, მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნა.

image

1969 წელს მანქანაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. სახე და ხელები დამწვარი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც ცეცხლი არ შეეხო თმას და წარბებს. სრულიად ფანტასტიკური შემთხვევა მოხდა კანადის პროვინციაში ალბერტაში. ორ დას ერთსა და იმავე წამს მოედო ცეცხლი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან კილომეტრის დაშორებით.


image

პიროკინეზის შემთხვევების ვერსიები სულ უფრო ფანტასტიკურია. ზოგიერთი ექიმი ცდილობს, დაუკავშიროს ადამიანების სპონტანური წვა მათ შინაგან მდგომარეობას, რადგან ცნობილია, რომ მსხვერპლთა უმეტესობა დეპრესიაში იყო დიდი ხნის განმავლობაში. სხვები თვლიან, რომ ძირითადად ალკოჰოლდამოკიდებულები ხდებიან პიროკინეზის მსხვერპლი. მათი სხეული იმდენად გაჯერებულია ალკოჰოლით, რომ შეიძლება მცირედი ნაპერწკლისგან ალი აინთოს, განსაკუთრებით თუ ადამიანი ეწევა. არსებობს ვერსია, რომ ალი ჩნდება ან ბურთისებრი ელვის გავლენით, რომელიც შემთხვევით იქვე ახლოს აღმოჩნდა, ან მეცნიერებისათვის უცნობი ენერგიის სხივებით. ცოტა ხნის წინ წარმოიშვა წარმოუდგენელი თეორია: სავარაუდოდ, ენერგიის წყარო ცოცხალ უჯრედში არის თერმობირთვული რეაქცია, ანუ უჯრედში უცნობი ძალის გავლენით იწყება აუხსნელი ენერგეტიკული პროცესების წარმოქმნა, მსგავსი ატომური ბომბის აფეთქებისა.

image

0
550
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0