ტექნოლოგიური სიახლეები კიბერ სახლი - თუ გაწუხებთ პოსტაპოკალიფტური მომავალი, ილონ მასკის კიბერ სახლის ყიდვა მოგიწევთ! 2021, 26 მარტი, 14:50 თუ თქვენ გაწუხებთ პოსტ-აპოკალიფსური მომავალი, უნდა დაზოგოთ ფული კიბერ სახლის შესაძენად. ილონ მასკის კიბერჰაუსი შესანიშნავი ადგილია "ზომბების" შემოჭრისგან გადარჩენისთვის. ეს არის ტექნოლოგიური სასწაული და საგანგებო თავშესაფარი. ამ თავშესაფარს აქვს მკვეთრი კუთხოვანი ხაზები და 3 განსხვავებული დონე, ისევე როგორც კიბერტრეკი. მთავარი სართული არის საცხოვრებელი ფართი, ტერასა უსაფრთხო ადგილია საკვები პროდუქტების მოსაყვანად, ხოლო ქვედა სართული ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრის ადგილია ამ სახლში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი სტატია... ილონ მასკი მომავლის სახლის პროექტისთვის ემზადება. მისი ახალი საოცრება მილიარდერების ყურადღებას უკვე იპყრობს. ამ თავშესაფრის რეალიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ კონცეფციის ფაზაშია, შესაძლოა 865 ათასი დოლარი დაჯდეს. 7500 კვადრატული მეტრის კიბერსახლს ვერაფრით გადალახავთ! ბეტონის კედლების, ჯავშანტექნიკის ფანჯრების, მეტალის საკეტების და სამხედრო ხარისხის საჰაერო დაბლოკვის კარების წყალობით ის დღემდე ყველაზე ძლიერად დაცული სახლი იქნება მთელ მსოფლიოში. ექპერტების აზრით, სახლის გარე ვიზუალის სრულყოფნაში მოყვნის შემთხვევაში ფასი მილიონ დოლარზე მეტი იქნება. როგორც ცნობილია, ბეტონის და ფოლადის მარაგისთვის, რომელიც სახლის მშენებლობისთვისაა საჭირო, 70 000 დოლარია დახარჯული. ასეთ სახლს თავისებური ავტომობილიც სჭირდება - კიბერტრეკი( Cybertruck), რომლის საშუალებითაც ვიწყებთ ამ სახლში მოგზაურობას. პირველი დონე - კიბერსახლის მთავარი სართული, საცხოვრებელი ადგილი ეს ადგილი მოგაშორებთ პოსტპოკალიპტიკურ უდაბნოს და შვებას მოგანიჭებთ. ამ სართულის ფართობი 300 კვადრატული მეტრია, ბეტონის კედლების სისქე წარმოუდგენლად დიდია, რაც თქვენს უსაფრთოებას უზრუნველყოფს. პირველი დონის სართულზე 3 ან 4 საძინებელი იქნება, თითოეულს ცალკე აბაზანა-საპირფარეშოც ექნება. ამავე სართულზე იხილავთ მაქსიმალური ხელსაწყოებით დაკომპლექტებული კიბეტრეკის გარაჟსაც. მეორე დონე - თავშესაფარი კიბერტრეკის საშუალებით კიბერსახლში მოგზაურობა გრძელდება... ამჯერად დაბლა სართულზე ჩავდივართ, რომელსაც ილონ მასკი მოიხსენიებს, როგორც მეორე დონე. ეს ამ სახლში ყველაზე მაქსიმალურად დაცული, ყველაზე უსაფრთხო ადგილია. იმ შემთხვევაში, თუ გარეთ სიტუაცია განსაკუთრებით აირევა, მოსახლეს შეეძლება დაბლა სართულის გამოყენება, რომელიც თავშესაფარის სტატუსს ატარებს. ამ სართულზე შენახული იქნება დაკონსერვებული საკვები პროდუქტები და სამედიცინო პრეპარატები. 10 ადამიანის სამყოფი პროდუქტების ღირებულება 5000 დოლარს არ გადააჭარბებს, მასკის პროექტი პროდუქციის ვარგისიანობასა და ვადაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. როგორც ცნობილია, ეს საკვები 10 ადამიანს 90 დღის განმავლობაში ეყოფა. საკვებ პროდუქტზე კიდევ უფრო ძვირი მედიკამენტები ეღირება. ხოლო ამოწურვის შემთხვევაში დამატებასაც ვერ შეძლებთ. მეორე დონის სართულზე ასევე მოთავსდება გენერატორის ოთახი. უამინდობიდან გამომდინარე, შესაძლოა ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყდეს, ამიტომ მასკის პროექტმა კიბერსახლისთვის სპეციალური, საკმაოდ გაძლიერებული გენერატორი შექმნა, რომლის საშუალებითაც მოსახლეს 2 კვირის განმავლობაში შეუფერხებლად მიეწოდება ელექტრო ენერგია. ამ სართულზე ბოლო ოთახი საკმაოდ პატარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მას ილონ მასკმა "ჭკვიანი ოთახი" დაარქვა. თუ გაგიჩნდებათ გარე სამყაროს ინტერესი, ამ შემთხვევაში საკმარისია შეხვიდეთ ამ ოთახში და ჭკვიანი კომპიუტერის მეშვეობით თვალი ადევნოთ კამერებს. მესამე დონე - ტერასა ეს ის ადგილია, სადაც თქვენ და თქვენი გუნდი შეძლებთ ახალი ბოსტნეულის, ხილის და მწვანილის მოყვანას. მესამე დონეზე გაშენებულ ბაღს ასევე აქვს წყლის ფილტრაციის სისტემა, რომელიც სუფთა წყალს ტუმბავს თქვენს მიერ მოყვანილი კულტურებისათვის. მთელი სახურავი დაფარული იქნება "ტესლას" მზის პანელებით, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. თითოეული პანელის ღირებულება დაახლოებით 43 000 დოლარი ჯდება. ამ ყველაფრის გარდა, კიბერსახლის სახურავიც იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით ვარსკვლავებით დატკბობას შეძლებთ. სულ ეს იყო რაც შეიძლებოდა გვეთქვა ილონ მასკის კიბერ სახლის შესახებ. როგორ ფიქრობთ რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი? სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<"ოსკარი" - კატა, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როდის გარდაიცვლება ადამიანი! ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს 5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის? 14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ! "ჯოჯოხეთის კარიბჭე" - ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება! როგორი იქნება 2021 წელი მერწყულებისთვიას? 7 ყველაზე წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ! ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 551 4-ს მოსწონს
|