x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
“პირველი დაბადების დღეა უშენოდ… აქედან გილოცავ"-ჯაბა ბოჯგუას დედა
image
მომღერალი, ჯაბა ბოგჯუა დღეს 41 წლის გახდებოდა
"ახლა ტაძარში შევდივარ და მერე სასაფლაოზე ავალ ახლობლებთან ერთად. ძალიან მიჭირს ჯაბას გარეშე. ყველაზე მეტად საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობდა. უყვარდა 13 მარტი…
12 წლიანი კომის შემდეგ ჯაბა გასული წლის სექტემბერში დედის დაბადების დღეს გარდაიცვალა.
“შენ ხომ სიცოცხლისთვის იყავი დაბადებული….ჩემო მონატრებავ. ჩემო დიდო ტკივილო… ჩემო მოუსვენარო…
აქედან გილოცავ – სულგამწარებული და ტკივილიანი…პირველი დაბადების დღეა უშენოდ…მიყვარხარ და გეფერები ოცნებებში და სიზმარში. ძალიან მიჭირს, რომ ცოცხალი ვარ"-წერს სოციალურ ქსელში მომღერლის დედა მანანა გვასალია.
image
შეგახსენებთ, ჯაბა ბოჯგუა ქართული ესტრადის აქტიური წევრი იყო, წერდა ახალ სიმღერებს, იღებდა კლიპებს და სხვადასხვა ღონისძიებებში და კონცერტებში მონაწილეობდა.
2008 წელს იგი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, მას გულის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი გულის უკმარისობის გამო, შეუძლოდ გახდა და კომაში მყოფი გადაიყვანეს კლინიკაში.
–ჯაბას ბავშვობიდან მოციმციმე არითმია ჰქონდა. ციხეში მოხვედრამდე ოთხჯერ გაუჩერდა გული. ბოლოს კონცერტზე იყო ასეთი შემთხვევა და ეს ტელევიაზიამაც გადაიღო. ზედმეტი ემოციების: სიხარულის ან წყენის ფონზე ხდებოდა ცუდად. ოპერაცია უნდა გაეკეთებინა თურქეთში, მაგრამ წასვლა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ერთი კვირით ადრე ჯაბა დაიჭირეს. ციხეში, ნერვიულობის ფონზე, მდგომარეობა გაურთულდა. ოთხი თვე იჯდა ციხეში და ამ პერიოდში სულ ცუდად იყო. ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. ჯაბა არ იყო კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული და ძალიან განიცდიდა. ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ და მასზე ამანაც ძალიან მძიმედ იმოქმედა. ცუდად რომ გახდა, გვერდით არ ვყავდით და არც საჭირო წამალი ჰქონდათ ციხეში. შაბათი დღე იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.-იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბას დედა.
ჯაბა ბოჯგუა 12 წლის განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული. მას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება ჰქონდა, იგი გასული წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა.
image
0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0