x
image
ლანა92
"ჯადოქრის თითები" - ორცხობილები მაგიური გემოთი
image





საჭირო პროდუქტები 30 ცალი "ჯადოქრის თითისათვის" :

30 ცალი ნუშის გული;

300 გრამი ფქვილი;


110 გრამი კარაქი;

1 ცალი კვერცხი;

100 გრამი შაქრის პუდრა;

15 მლ. ფორთოხლის ლიქიორი;

1.5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;

1 მწიკვი ზღვის მსხვილი მარილი;

მომზადება:

ჯამში მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შაქრის პუდრა, კვერცხი და ლიქიორი. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილის ნაწილი. მოურიეთ მასას.

დარჩენილი ფქვილი დაყარეთ ფართო დაფაზე, ან მაგიდაზე და სწრაფად მოზილეთ გლუვი, პრიალა ცომი ისე, რომ ხელებზე არ მიგეკრათ ფქვილი. ცომი გადაიტანეთ პლასტმასის კონტეინერში, ან ჯამში და გააჩერეთ 20 წუთით მაცივარში.

ცომისგან გააკეთეთ 30 თანაბარი ზომის მართკუთხედები. თითოეულ ნაჭერს მიეცით თხელი თითის ფორმა, დანის უკანა მხარით თითებს დაასვით ხაზები, ხოლო ფრჩხილად გაუკეთეთ ნუშის თეთრი, გასუფთავებული გული.

დადეთ "ჯადოქრის თითები" პერგამენტზე (საცხობ ქაღალდზე), ფრჩხილები შეუღებეთ ნებისმიერი წითელი მურაბით (ხილის ნახარშით). 180 გრადუს ტემპერატურაზე "თითები" აცხვეთ 15-20 განმავლობაში. გააცივეთ ნამცხვრები.

მიირთვით გემრიელად "ჯადოქრის თითები"!



0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0