x
image
ლანა92
"ღაჟღაჟა ატმები" - ფუმფულა და ნაზი ნამცხვარი

image




საჭირო პროდუქტები:

ცომისათვის:

2 კვერცხი;


200 გრამი შაქარი;

80 გრამი არაჟანი;

70 გრამი კარაქი (ოთახის ტემპერატურის);

2 ჩაის კოვზი ვანილი;

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;

520 გრამი ფქვილი;




კრემისათვის:

100 მლ. რძე;

75 მლ. კრემის ფხვნილი 33 %;

1 ც. კვერცხის გული;

25 გრამი შაქრის პუდრა;

10 გრამი ფქვილი;

ნუში 30 გრამი (+ 10 კაკალი, ნუშის გული ცალკე გულსართისთვის);

90 გრამი კარაქი;

50 გრამი მოხარშული რძე;



გასაფორმებლად:

50 გრამი კენკრა (წითელი მოცვი);

1 ცალი სტაფილო;

150 გრამი შაქარი;



მომზადება:

შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ;

დაუმატეთ ვანილი, არაჟანი, კარაქი და ისევ ათქვიფეთ.

ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. უნდა მიიღოთ რბილი ცომი (დაახლოებით 1 კგ. ცომი მიიღება).

გაყავით ცომი 20 ნაწილად (50 გრამი), მიეცით ნახევარი ატმის ფორმა.

დააწყვეთ ნახევარ-ნახევარი ატმები საცხობ ქაღალდზე (პერგამენტზე).

გამოაცხვეთ ატმები 180 გრადუსზე, ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში.

გააცივეთ გამომცხვარი ატმები. დანით გული ამოაცალეთ, ამოუსუფთავეთ ყოველ ნახევარ ატამს (ნამცეცები შემდგომ შეგიძლიათ, ჩიზქეიქის დასამზადებლად გამოიყენოთ).

დაიწყეთ კრემის მომზადება: ნუში დაალბეთ თბილ წყალში, 10 წუთის განმავლობაში.

გააცალეთ ნუშის გულს კანი. ცალკე გადადეთ 10 ცალი ნუშის გული, ან კაკალი, დანარჩენი კი ბლენდერით დააქუცმაცეთ.

კვერცხის გული ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან.

ჩაყარეთ ფქვილი.

ჩაასხით რძე, კრემის ფხვნილი. მსუბუქად თქვიფეთ.

ჩაასხით ღრმაფსკერიან ქვაბში.

ცხელ მოხარშულ კრემში ჩაყარეთ დაქუცმაცებული ნუში. გააცივეთ.

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შედედებულ რძესთან ერთად.

თქვიფეთ მასა და დაამატეთ 1 კოვზი მოხარშული კრემი.

დავიწყოთ ნამცხვრის აწყობა: ამოხრული ნახევარი ატმები ამოავსეთ კრემით. ნაზად, მსუბუქად წაუსვით კრემი კიდეებსაც.

დაამატეთ 1 ნუშის გული, ან კაკალი და შეაერთეთ ნახევარი ატმები.

30 წუთით ატმები შედეთ მაცივარში, რათა გამაგრდეს.

ახლა საღებავები: სტაფილო გაფრცქვენით, წვრილად გახეხეთ. მოცვი ჩაყარეთ მდუღარე წყალში (მოსართავად შეგიძლიათ, ჭარხალიც გამოიყენოთ, მოცვის ნაცვლად). გაწურეთ საწურზე. თითოეული ატმის გვერდის ერთი ნაწილი ამოავლეთ წითელ მასაში (მოცვის, ან ჭარხლის), მეორე ნაწილი - ნარინჯისფერში (სტაფილოში). ამოავლეთ ატმები შაქარში.

მზა ატმის ნამცხვრები განათავსეთ მაცივარში მინიმუმ 6 საათით, სასურველია, გააჩეროთ 12 საათის განმავლობაში. . და გემრიელად მიირთვით!



0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0