x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონამ ყოფილი მოკლა იმიტომ,რომ არ დაუფინანსა მკერდის გადიდების ოპერაცია
image

24 წლის ბრაზილიელი კრისტინა დავილა ტაიშელა როდრიგესი მანაუსადან ხვდებოდა 29 წლის ბიზნესმენს პაულო რობერტო ჟუნიორს.

წყვილმა სამსახურში გაიცნო ერთმანეთი, როდესაც კრისტინამ პაულოს კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

პაულოს ნათესავების თქმით, მამაკაცი არაფერს აკლებდა ქალს, "ყველაფერი მისცა, -მანქანა, სამსახური, ფული", თუმცა როგორც აღმოჩნდა კრისტინასთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და საყვარელს მკერდის გადიდებისთვის ფული მოსთხოვა, მაგრამ პაულომ უარი უთხრა, რადგან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ბიზნესს პრობლემები შეუქმნა, ასევე პაულომ საკმაოდ უსიამოვნო ამბები შეიტყო კრისტინაზე და ამიტომ მისი მიტოვება გადაწყვიტა.



თუმცა ახალგაზრდა ქალი უკან დახევას არ აპირებდა, პაულოს სახლში ეწვია და საქმის გარჩევა დაუწყო, კიდევ ერთხელ მოთხოვა სილიკონის მკერდის ოპერაციის დაფინანსება, რა დროსაც კამათის დროს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, პაულო საავადმყოფოში გარდაიცვალა.


პაულოს ნათესავები ამბობენ, რომ კრისტინას მხოლოდ მისი ფული აინტერესებდა და მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.


თუმცა თავად კრისტინა, რომელიც პოლიციას ჩაბარდა, ამტკიცებს, რომ პისტოლეტს თავდაცვის მიზნით წაავლო ხელი.

0
126
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0