ტექნიკური ფაქტები ისტორიიდან, თუ რატომ არ უნდა აფრიალო საკუთარი გეგმები და მიზნები 2021, 12 მარტი, 12:48
სკოტი და ამუნდსენი.
ორივე ანტარქტიდის ექსპედიაციას ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დროს, ხომ ასეა?
სკოტი სამხრეთ პოლუსთან მივიდა მეორე და დაიღუპა...
ამუნდსენი - პირველი მივიდა და გადარჩა.
ბევრი შემთხვევითობა და საბედისწერო სიტუაციაა ამ ისტორიაში. (სხვების ისტორიებშიც, თუ კარგად დავაკვირდებით)
ამუნდსენმა არავის უთხრა, რომ არტარქტიდაში მიემგზავრება. . ყველას ეგონა, რომ ის მიდიოდა ჩრდილოეთ პოლუსისკენ. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ექსპედიციის წევრებს მხოლოდ გზაში აცნობა. ის ინახავდა მიზნის საიდუმლოს, სწრაფვის საიდუმლოს!
სკოტის ექსპედიციას კი მსოფლიო ადევნებდა თვალს. მთელმა დუნიამ იცოდა მისი მიზანიც და ამოცანებიც. სკოტი დაიღუპა, ამუნდსენი გადარჩა.
ექსპედიციამდე სკოტი რამდენჯერმე შეეცადა დაკავშირებოდა ამუნდსენს, მაგრამ ეს ჩვენი ჭკვიანი ამუნდსენა არც ტელეფონს პასუხობდა და არც წერილებს.
ამუნდსენს თან არავინ წაუყვანია ისეთი, ვინც ეკამათებოდა. არ უნდოდა კრიტიკის მოსმენა და დისკუსიაში შესვლა გეგმის განხორციელების პროცესში.
მართალია.
ექსტრემალურ სიტუაციებში ბრძანებების გამცემი უნდა იყოს ერთი. ამუნდსენმა იხელმძღვანელა პრინციპით - მხოლოდ ბრძანებები და არავითარი დისკუსია და კამათი. ამუნდსენს უპირობოდ უსმენდნენ და ასრულებდნენ მის ბრძანებებს.
როგორც გაირკვა, სკოტსსაც შეეძლო გადარჩენა. მაგრამ ის გაყიდა ლეიტენანტმა ევანსმა, რომელმაც არ აზიდა გემზე სათანადო რაოდენობის პროდუქტების მარაგი, არც ძაღლები მარხილებით, მხოლოდ ცხენები აიყვანა გემზე, წარმოგიდგენიათ? ცხენები ყინულის სამეფოსკენ და არა ძაღლები! სკოტი ენდო მას. სწორედ ამ ნდობის გამო შიმშილობდა მთელი შემადგენლობა და უკანასკნელ ძალებსა და ენერგიას კარგავდა. ენერგია ზედმეტად გაიხარჯა.
სკოტის ბრძანებებს არ ასრულებდნენ, რადგან მან ექსპედიციაში წაიყვანა ის, ვინც ხშირად აკრიტიკებდა.
არ შეიძლება გადმოშალო შენი გეგმები, უგულებელყო სხვა ადამიანების გამოცდილებები, არ უნდა მიქაციო ყურადღება არავის, ვინც გეკამათება და ყურადღებას არსებითიდან არაარსებითზე გიფანტავს. უნდა აიღო მთლიანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არ იყო ვინმეს იმედად, საკუთარი თავის გარდა... კიდევ ერთი მრავალგზის დაკვირვების დასკვნა: საჯაროდ გეკამათებათ ის, ვინც აუცილებლად გიღალატებთ ან დამარცხების შემთხვევაში, ნიშანს მოგიგებთ.
ამუნდსენ-სკოტის ამბავი ძალიან სიმბოლურია.
ეს უნდა გაიხსენოთ ხშირად, როცა "საკუთარი ანტარქტიდის" დასალაშქრად ემზადები! ბოლოს და ბოლოს, გული ხომ იმიტომაა ნეკნების ციხეში გამოკეტილი, რომ მასში დამწყვდეული ფიქრები და გეგმები გარეთ არ გადმოცვივდეს, თორემ გულიც გექნებოდა გარედან - თვალივით და ყურივით!
სხვის სურვილებს განიკითხავ? არა. რადგან შენ არ ვარ იმ სხეულში, იმ გარემოში და იმ მოცემულობებში, რომელშიც სხვაა. ამიტომ მისი მიზნებ-სურვილების გენეზისსაც სიღრმისეულად ვერ გაიაზრებ და ვერც გაიგებ!
144 4-ს მოსწონს
|