საბუნებისმეტყველო "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? 2021, 12 მარტი, 9:52 ოქსფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა, ბრაიან საიქსმა, გამოიკვლია იეტის-"თოვლის კაცის" დნმ და აღმოაჩინა მსგავსება თეთრი დათვის დნმ-თან–წერს Daily Star. ანალიზისთვის საიქსმა აიღო 30 წლის წინ ჰიმალაის მთებში მონადირის მიერ მოკლული არსების ფიტულის ბეწვი. შედეგი დაემთხვა თეთრი დათვის დნმ-ს, რომელიც 40 000 წლის წინ გადაშენდა. გენეტიკოსი ვარაუდობს, რომ იეტი-მურა დათვისა და თეთრი დათვის ჰიბრიდია, რომელიც მრავალი წლის წინ ჩრდილოეთ არქტიკიდან მოვიდა ჰიმალაებში. ამიტომ აქვს მას ამ სახეობის მსგავსი ცხოველის ქცევები. ახლა პრიფესორს სურს მიიღოს "თოვლის კაცის" თმის ნიმუშები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა გამოიკვლიოს დნმ-ის რთული ტესტები და ამ მიმართულებით განაგრძოს კვლევა. 2019 წელს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელშიც მოცემულია თითქოს თოვლის კაცის თმისა და ბიოლოგიური ქსოვილების ანალიზის შედეგები. ნიმუშები 1976 წელს გაგზავნილ იქნა იეტზე მონადირის, პიტერ ბირნის მიერ. შედეგებმა კი აჩვენა, რომ ისინი ირემს ეკუთვნოდა. თოვლის კაცს ეძახიან მსხვილ, ადამიანისმაგვარ არსებას თანამედროვე ფოლკლორიდან, რომელიც, როგორც თვლიან, ადამიანისთვის მიუდგომელ ტყიან და მთის მასივებში ბინადრობს. ვარაუდობენ, რომ იგი ჩვენს დრომდე მოღწეული ჰომინიდია, თუმცა მეცნიერები სკეპტიკურად არიან განწყობილი. კერძოდ, დაკვირვების ყველა შემთხვევას და შესაძლო ნაკვალევს, მისტიფიკაციით და შეცდომით ცხოველების ნაკვალევით ხსნიან. ასევე დაგაინტერესებთ:საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ
უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება 602 3-ს მოსწონს
|