კახეთი „შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე და რატომ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა? 2021, 11 მარტი, 15:34 გურჯაანში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.ამის შესახებ კახეთინიუსი იუწყება. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. საქმეში ჩართული სახაზინო ადვოკატი, მინარი მურყვაშვილი, სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა თეონა ონიაშვილმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მეუღლის, ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სამართლიანად მიიჩნევს, ტრაგედიის დეტალებს იხსენებს და უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა თავდაცვის მიზნით ბავშვი აიფარა: "ბავშვი სახეზე არ ამიფარებია, ღუმელი მომხვდა, მისი დაცვა რომ მინდოდა, გულზე მყავდა მიხუტებული, ფეჩის კარები გაიხსნა და მოხვდა...მეზობელთან რომ გავიყვანე, ბავშვს სუსტი პულსი ჰქონდა. ჩემთვის უნდა ესროლა ღუმელი. როდესაც მესროლა, კარი გაიხსნა და ბავშვს თავში მოხვდა ეს კარი. ზოგი ამბობს, ვითომ ჩემმა მეუღლემ „ფეჩი“ მესროლა და ბავშვი სახეზე ავიფარე. ბავშვი სახეზე არ ამიფარებია. „ფეჩი“ მომხვდა, ბავშვის დაცვა რომ მინდოდა, გულზე მყავდა მიხუტებული და „ფეჩის“ კარები გაიხსნა, თავზე ჰქონდა დაზიანება, წარბის არეშიც. შვილი მომიკლა. წიწილა ხომ არ არის, 11 თვის ბავშვი სამარეში ჩავდე, რატომ არ უნდა დაისაჯოს ბავშვის მამა?! მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს!”. შეგახსენებთ, შემთხვევა 8 მარტს გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა. ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა 25 წლის მეუღლეს, ცხელი შეშის ღუმელი ესროლა. ქალს ხელში ეჭირა ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. 132 4-ს მოსწონს
|