საქართველო "იმ გარეწრებისთვის და იდიოტებისთვის, ვინც “ქოცობას” და მიკერძოებულობას მდებს “ბრალად”-იუნა შაფათავა განმარტებას აკეთებს 2021, 11 მარტი, 12:58 აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ტელესახე იუნა შაფათავა ივანიშვილების ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს განმარტებას აკეთებს: მარცხნიდან მარჯვნივ: ბერა, ეკატერინა ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი, ცოტნე, მამაჩემი სარდიონ შაფათავა, დათა - ეკატერინე ტიკარაძის შვილი, მაშა ჩემი დისშვილი მე მყავს ხელში, ჩემგან მარცხნივ დეა შაფათავა- ჩემი ტყუპისცალი, ეკატერინე ტიკარაძე, მისი მეუღლე, და მარცხნივ პირველი-დედაჩემი, ლალა ტიშჩენკო-ვალევკსა-შაფათავა.
იმ გარეწრებისთვის და იდიოტებისთვის, ვინც “ქოცობას” და მიკერძოებულობას მდებს “ბრალად”:
ჩემი მაშა, დეას შვილი, არის ცოტნეს და ეკა ტიკარაძის შვილის, დათას ნათლული.
ეს ფოტო მაშას ნათლობის დღეა; მოინათლა სამებაში, 2015 წლის ოქტომბრის ბოლოა თუ არ ვცდები. ეს კოპალაა, რიყეზე.
გარკვევით ვამბობ- მე არ ვარ არც ქოცი, არც ნაცი.
მე ვაფასებ თითოეულ დღეს, რაც დეას ბედნიერება ჰქონდა და აქვს, ამ ლეგენდარული ოჯახის სამსახურის და წევრობის- ჩემი უღრმესი მადლიერება დეას იღბლის, რომ მას ასე გაუმართლა და შესაძლებლობა, ამ ოჯახის წევრი ყოფილიყო; ეს მადლიერება ყოველთვის იყო და დარჩება ასე;
სულ რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ამ მსოფლიოში, ჩემთვის ოჯახი წმინდაა და მე ო ჯ ა ხ ს არ ვყიდი. არ ყიდის ოჯახს დეა, არ ყიდის ოჯახს ჩვენი მესამე და, სოფიკო.
სულ რომ არ მოსულიყო ივანიშვილი პოლიტიკაში, არასოდეს გენახათ მისი სახე და ჩურჩულით ამბობდით მის სახელს, მე უკვე ვიცოდი, რა ლეგენდარული და ექსტრაორდინარული პიროვნებაა და რა არაამქვეყნიური მეუღლე და შვილები ყავს. ვიცოდი დეას სამუშაო გამოცდილებიდან და იმ განწყიბიდან, როგორიც მას ჰქონდა- ის დღე ბედნიერ დღედ მიმაჩნია, დეა რომ პირველად უზარმაზარი კონკურსის საფუძველზე მივიდა ქართუ ჯგუფში და იმ დღიდანვე იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს და ამ ლეგენდარულ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს უპრეცედენტო მომენტი საქართველოს ისტორიაში, უზარმაზარი შენატანით და ისტორია, ჯერ კიდევ იწერება.
არავის ჰქონდეს ამბიცია, რომ მე ვცდები ჩემს გამოსვლებში და “ვცვლი ჩვენებას”. ან რომ მასწავლოს, “როგორია რეალური სურათი”.
როგორც ხედავთ, თქვენზე მეტი ყოველთვის მეცოდინება. ეს ფაქტი ჩემი ცხოვრების საამაყო შემადგენელი ნაწილია და ამ ზურგს მე ყოველთვის ვგრძნობ, ამერიკაში ვიქნები თუ ამერიკის იქით. არ ვიმჩნევ, მაგრამ მაძლიერებს და თვითდაჯერებულობას უფრო მმატებს.
კი, მე არ მომწონს ის მლიქვნელები, რომლებიც მრავლადაა გამორჩეული ადამიანების ირგვლივ, საკუთარი ტრაკის წინ წასაწევად. მაგრამ ჩემს აღშფოთებას საქართველოს დღევანდელობით, არაფერი აქვს საერთო ქართული ოცნების სულისჩამდგმელის ოჯახთან, რომელსაც მე უზარმაზარი მოწიწებით ყოველთვის შორიდან ვცემდი და ვცემ პატივს.
ქართული ოცნება ამ
ლეგენდარულ ადამიანს რომ აქვს, ერთია, და ყვავ-ყორნები, მის სახელს ამოფარებული-მეორე.
არ შევალ ღრმად, ვაქვეყნებ ამ ფოტოს პირველად, ამდენ წელიწადში, რომ შეწყდეს ეს მითქმა მოთქმა.
რამდენად “გაქცეული” ვარ საქართველოდან და როგორ “არავის ვჭირდებოდი” და “მიჭირდა სამსახურის პოვნა”- მგონი აბსურდულია ფაქტთან, რომელსაც ხედავთ. და ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი პირადი არჩევანია.
თუ მე წავედი, წავედი იმისთვის, რომ ჩემი ოცნება ჩემით ამეხდინა; არ შემეშალა ხელი დეასთვის, რომელსაც დის (ჩემს) “ბოზობას”- ქმარი რომ არ მყავს და თავისუფალი ქალი ვარ- ყოველ ნაბიჯზე აყვედრიდნენ ის ზემოხსენებული ყვავ-ყორნები. ასევე, რომ ამ პატივსაცემი ჩრდილის ქვეშ არ მევლო და არ ეთქვათ, როგორც მეუბნებოდნენ: კი, შენ რა გენაღვლება, თქვენ სხვაგან ხართ.
კი, მე მენაღვლება, თან ძალიან მენაღვლება და ისიც ვიცი, ამ კაცს როგორ ენაღვლება...მაგრამ ყვავ-ყორნებს რა ვუყოთ.
ამავე დროს, ხაზგასმით ვამბობ: არასოდეს მისარგებლია ამ პრივილეგიით, ვამაყობდი დეას პოზიციით ჩემთვის; პატივს ვცემდი დეას, რადგან არაა მარტივი, ამდენ დანის ჩარტყმას ზურგში და ფეხის ამოდებას, გაუძლო ყოველდღე, წლების მანძილზე.
კიდევ ერთხელ, გამოვხატავ ჩემს ბედნიერებას, დეას ზღაპრული კარიერის გამო- მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კარიერა მხოლოდ თანანდებობა ჰგონია; ჩემთვის კარიერა ისაა, რომელიც სხვებმა არ იციან და პირად ნდობაზე და ერთგულებაზეა დაფუძნებული; გამოვხატავ მადლიერებას, ამ არაჩვეულებრივი ოჯახის შორიდან, მაგრამ საპატიო წევრობის გამო; მადლიერებას, დეასადმი ნდობისთვის და დეას პატრონობისთვის. მე მშვიდად ვარ ჩემი დის ბედზე, მას შემდეგ, რაც დეამ ქართუში შედგა ფეხი და თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აჩუქა თავის სამსახურს, რომელმაც ძალიან ბევრი, კარიერული ოცნება და სასწაული მომენტი უსახსოვრა, რომელიც არ ჩანს- არც გამოჩნდება, ასეთია ნამდვილი ერთგულება.
მე მივეცი უფლება ჩემს თავს, გამომექვეყნებინა ეს ფოტო (რომელიც ადვილად იძებნება ინტერნეტში), რადგან იმ ხალხმა, რომელსაც ყვავ-ყორნები აგიჟებენ, არ იცის სიმართლე.
ინებეთ ბატონო! მე ძალიან მეამაყება ჩემი კავშირი ლეგენდასთან! არაერთხელ მითქვამს და იმედია, ბეეევრჯერ მექნება შესაძლებლობა, ამის გამოხატვის.
სულ რომ მილიარდი წელი გავიდეს და მუმიად და ფერფლად ვიქცე მეც, და დეაც, და ჩვენი მესამე და სოფიკო, რომელიც ამ ფოტოზე არ არის- ჩვენი ოჯახის ერთგულების და თავდადების პრინციპი უცვლელია, ჩვენ ოჯახს არ ვღალატობთ.
და მე თავს ვდებ ჩემზე, და ჩემს დებზე.
261 3-ს მოსწონს
|