x
image
ლანა92
"მზესუმზირა" - ულამაზესი და უგემრიელესი სალათი მარტივად
image





8 ულუფა;

1 საათი;

პროდუქტები:


ქათმის მკერდი - 200 გრამი;

შამპინიონი სოკო - 350 გრამი;

კვერცხი - 4 ცალი;

ყველი - 100 გრამი;

ზეთისხილი - 10-20 ცალი;

ჩიფსი მოსართავად - 40-50 ცალი;

მომზადება:

ქათმის მკერდი ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში;

მზა ფილე დაჭერით წვრილ კუბებად;

შამპინიონი სოკო დაჭერით ცოტა ფართოდ;

ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი, საშუალო ცეცხლზე შეწვით სოკო შამპინიონი 10 წუთის განმავლობაში, ურიეთ თან.

კვერცხი მოხარშეთ. 2 კვერცხის ცილა ცალკე და 2 კვერცხი მთლიანად ცალკე გახეხეთ მსხვილად. დარჩენილი ცალკე 2 კვერცხის გული ჩანგლით დაშალეთ, ან წვრილად გახეხეთ.

ყველი გახეხეთ მსხვილად.

ავაწყოთ სალათი "მზესუმზირა" ფენებად:

1.დაქუცმაცებულ ქათმის ფილეს მოასხით 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი;

2.მეორე ფენად გაუშვით შემწვარი სოკოები ისევ 2 სუფრის კოვზი მაიონეზით;

3. დააყარეთ გახეხილი კვერცხი და მოასხით ბადეებად 3 სუფრის კოვზი მაიონეზი;

4.ყველი და 2 სუფრის კოვზი მაიონეზი;

5.მე-5 ფენად დააყარეთ მასას გახეხილი კვერცხის გული (მაიონეზი ამ ბოლო ფენას აღარ უნდა);

6.ზეთისხილები დაჭერით 4-დ.

7.ორ რიგად შემოაწყვეთ ზევით სალათს ზეთისხილები (თითქოს მზესუმზირის მარცვლებია);ზეთისხილები შეგიძლიათ, "დაამაგროთ" სალათზე მაიონეზით;

8.მაცივარში შედგით სალათი რამდენიმე საათით;

9.სუფრაზე გამოტანამდე სალათს ქვემოთ შემოუწყვეთ "მზესუმზირის ფოთლები"- ჩიფსები;

გემრიელად მიირთვით!




0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0