სალათები "წითელი ზღვა" - სალათი, რომელიც მხიარულ ტალღაზე დაგაყენებთ 2021, 5 მარტი, 23:25 ![]() 2 ულუფა; 10 წუთი; საჭირო პროდუქტები: კრაბის ჩხირები - 250-300 გრამი; პომიდორი - 1-2 ცალი; ყველი - 100-200 გრამი; ნიორი - 1-3 კბილი; მარილი - სურვილისამებრ და გემოვნებით; მაიონეზი - გემოვნებით; მომზადება: მაგარი ყველი მსხვილად გახეხეთ. დაჭერით პომიდვრები სიგრძეზე. კრაბის (კიბოს) ჩხირები დაჭერით წვრილ რგოლებად. ნიორი წვრილად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი მოაქციეთ ერთ ჯამში და მოაყარეთ მარილი. სალათს დაასხით მაიონეზი. მოურიეთ მასას. ![]() სალათი "წითელი ზღვა" მზადაა. შეგიძლიათ, სასიამოვნოდ "ჩაიძიროთ" მასში. 37 1-ს მოსწონს
|