სალათები "მზესუმზირა" - ულამაზესი და უგემრიელესი სალათი მარტივად 2021, 10 მარტი, 22:58 8 ულუფა; 1 საათი; პროდუქტები: ქათმის მკერდი - 200 გრამი; შამპინიონი სოკო - 350 გრამი; კვერცხი - 4 ცალი; ყველი - 100 გრამი; ზეთისხილი - 10-20 ცალი; ჩიფსი მოსართავად - 40-50 ცალი; მომზადება: ქათმის მკერდი ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში; მზა ფილე დაჭერით წვრილ კუბებად; შამპინიონი სოკო დაჭერით ცოტა ფართოდ; ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი, საშუალო ცეცხლზე შეწვით სოკო შამპინიონი 10 წუთის განმავლობაში, ურიეთ თან. კვერცხი მოხარშეთ. 2 კვერცხის ცილა ცალკე და 2 კვერცხი მთლიანად ცალკე გახეხეთ მსხვილად. დარჩენილი ცალკე 2 კვერცხის გული ჩანგლით დაშალეთ, ან წვრილად გახეხეთ. ყველი გახეხეთ მსხვილად. ავაწყოთ სალათი "მზესუმზირა" ფენებად: 1.დაქუცმაცებულ ქათმის ფილეს მოასხით 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი; 2.მეორე ფენად გაუშვით შემწვარი სოკოები ისევ 2 სუფრის კოვზი მაიონეზით; 3. დააყარეთ გახეხილი კვერცხი და მოასხით ბადეებად 3 სუფრის კოვზი მაიონეზი; 4.ყველი და 2 სუფრის კოვზი მაიონეზი; 5.მე-5 ფენად დააყარეთ მასას გახეხილი კვერცხის გული (მაიონეზი ამ ბოლო ფენას აღარ უნდა); 6.ზეთისხილები დაჭერით 4-დ. 7.ორ რიგად შემოაწყვეთ ზევით სალათს ზეთისხილები (თითქოს მზესუმზირის მარცვლებია);ზეთისხილები შეგიძლიათ, "დაამაგროთ" სალათზე მაიონეზით; 8.მაცივარში შედგით სალათი რამდენიმე საათით; 9.სუფრაზე გამოტანამდე სალათს ქვემოთ შემოუწყვეთ "მზესუმზირის ფოთლები"- ჩიფსები; გემრიელად მიირთვით! 15 შეფასება არ არის
|