x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
როგორ დაიპყრო ალმასის მსოფლიო ბაზარი მღვდლის შვილმა და რატომ უნდათ ახლა მისი ძეგლის დანგრევა?
image



ის ახალგაზრდობაში ძალიან ცუდად იყო, გამოჯანმრთელების იმედი არ ჰქონდათ, შემდგომში კი მან ააშენა საკუთარი ბრილიანტის იმპერია. მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ქვეყნებში დაუდგეს ძეგლები და შემდეგ მათი დანგრევა მოითხოვეს. ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ეხება.ეს არის მე -19 და მე -20 საუკუნეების მიჯნის ისტორიაში ძალიან საკამათო ფიგურა- სესილ როდსი.





ეს ადამიანი ინგლისელი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 1853 წელს. ბავშვი ხშირად ავად იყო, დაბადებიდან სუსტი გული ჰქონდა. გარშემომყოფ ხალხს ნამდვილად არ სჯეროდა, რომ ის დიდხანს იცოცხლებდა. მოზარდობაში ყველაფერს ტუბერკულოზი დაემატა. იმ დროს, ეს ავადმყოფობა განაჩენი იყო.





image





იმ იმედით, რომ როგორმე დახმარებოდნენ სესილის ჯანმრთელობას, ოჯახმა იგი შორეულ და ცხელ აფრიკაში გაგზავნა, სადაც ბიჭის ძმა ცხოვრობდა. იქ როდოსი მომჯობინდა და სასწრაფოდ დაიწყო ვაჭრობა ბრილიანტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა აფრიკის მიწებზე.




სესილ როდოსს მხოლოდ ორიოდე ათეული წელი დასჭირდა მსოფლიო ბრილიანტის ბაზარზე კონტროლის მოპოვებაზე (95%). მის მიერ დაარსებული ალმასის კომპანია დღემდე მუშაობს.





გარდა ამისა, როდოსმა სწრაფად დაიპყრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობები აფრიკის ქვეყნებში. 27 წლის ასაკში ის უკვე იჯდა პარლამენტში, 37 წლის ასაკში გახდა პრემიერ მინისტრი. მისი ძირითადი საქმიანობის მიზანი იყო სწრაფად გაეთავისუფლებინა აფრიკის საუკეთესო მიწები მკვიდრი მოსახლეობისგან და იქ ბრიტანეთს განევითარებინა ინდუსტრია.




გზა, რითაც როდოსი საწადელს აღწევდა, სულაც არ იყო ჰუმანური. მოტყუება, ჩამორთმევა, შეიარაღებული დაპირისპირება და აჯანყებების მოწყობა. ამავე დროს, როდოსი თეთრ ადამიანს, კერძოდ ინგლისელს, მიიჩნევდა შემქმნელის გვირგვინად.




როდოსს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის იმპერიის კოლონიების გაფართოების იდეით, სადაც მას შეეძლო ბრილიანტების მოპოვება უსაფრთხოდ. ამიტომ, ის ყოველთვის გრძნობდა გვირგვინის მხარდაჭერას. მისი მთავარი ოცნება იყო ინგლისის რკინიგზის აშენება აფრიკის ჩრდილოეთიდან მის სამხრეთ განაპირამდე. აქ მხოლოდ ბელგიისა და გერმანიის კოლონიები უშლიდნენ ხელს.





image




მან მართლაც შეუწყო ხელი ბრიტანეთის კოლონიების მნიშვნელოვან გაფართოებას აფრიკაში. მის საპატივსაცემოდ დაერქვა ჩრდილოეთ და სამხრეთ როდეზიას დაერქვა მისი სახელი (ახლანდელი ზამბია და ზიმბაბვე) . მისი სახელობის სპეციალური სტიპენდია დააარსდა ოქსფორდში (რა თქმა უნდა, მხოლოდ ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულებისთვის), სადაც მას ძეგლი დაუდგეს.





ამ დროისთვის როდოსის საფლავის გადატანას ითხოვს ზიმბაბვეს ხელისუფლება. ისინი ამბობენ, რომ მისგან მხოლოდ უბედურება წამოვიდა. უნივერსიტეტის სტუდენტები მისი ძეგლის დანგრევას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ყოველდღე გაიარონ ამ რასისტი ადამიანის ძეგლის გვერდით. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც სესილ როდოსმა დატოვა.





ის არასდროს დაქორწინებულა, შვილები არ დაუტოვებია. გარდაიცვალა 48 წლის ასაკში სიმარტოვეში.

0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0