x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვიკინგების 5 გამოგონება, რომელთაც დღესაც ვიყენებთ

ვიკინგები, ჩვენს წარმოდგენებში, ხშირად, უხეში, დაუბანელი ბარბაროსები არიან, რომლებსაც რქიანი ჩაფხუტები ეხურათ და ჟანგიანი ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი ამავდროულად, გამოცდილი მეზღვაურები, დაუნდობელი დამპყრობლები და მამაცი მეომრები იყვნენ. ასეთი ცუდი სახელის მიუხედავად, ფაქტობრივად, ვიკინგების ისტორია, უამრავი სახის მიღწევის მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი დღევანდელი საზოგადოების წეს–ჩვეულებების ფორმირებაზე.


image


უახლესი სამეცნიერო კვლევის წყალობით, ჩვენში დამკვიდრებული მითი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიკინგი — ეთნოსია, დაიმსხვრა. გავრცელებული აზრის თანახმად, ეს «ჩრდილოელი ხალხები», უშიშარი ერის მეომრების იყვნენ, რომელიც ულამაზესი მთებით გარშემორტყმულ, ფიორდებში ცხოვრობდნენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, ვიკინგი — ეროვნება კი არა, პროფესია და შეიძლება ითქვას, — ბედისწერაც იყო.
სიტყვა «ვიკინგი», ძველ სკანდინავიურიდან — არის «ადამიანი, რომელიც საზღვაო ლაშქრობებში მონაწილეობს». ვიკინგები, იმის გამო, რომ ბევრს მოგზაურობდნენ, ყველა სიახლის მატარებლები იყვნენ: ენების, ტექნოლოგიების, უნარების, რწმენის, კულტურული ჩვევების და ა. შ. ისინი ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავიდნენ, ახალ სოციალურ–პოლიტიკურ სტრუქტურებს ქმნიდნენ.


1. გემთმშენებლობა და ნავიგაციაimage


იმ დროისთვის, გემთმშენებლობაში ინოვაციური ტექნოლოგია, ალბათ, ვიკინგების ყველაზე დიდი მიღწევა იყო. საკუთარი გემების წყალობით, მათ გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა შეეძლოთ, ვიდრე სხვა ქვეყნის მეზღვაურებს, მანამდე. მათ მიერ შექმნილი პრიალა, ნაკლებად ღრმა ხის გემები, გვერდის გასწვრივ ნიჩბების რიგებით, მართლაც რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იყო. საზღვაოსნო ნავიგაციაში ისინი, ერთი შეხედვით, მარტივ, მაგრამ წარმოუდგენლად მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებს იყენებდნენ, მაგ., როგორიც იყო მზის კომპასი. ის კალციტის კრისტალებს შეიცავდა, რომელიც «მზის ქვის» სახელითაც იყო ცნობილი. ეს ხელსაწყო, მზის მდებარეობას, მისი ჩასვლის შემდეგაც განსაზღვრავდა და მაშინაც, თუ ღრუბლიანი ამინდი იყო. მათი აყვავების პერიოდში, ვიკინგებმა ყველა კონტინენტის მონახულება მოახერხეს.


2. ინგლისური ენაimage


ვიკინგები ინგლისის მიწაზე, პირველად, 793 წელს გამოჩენიდან, ერთი საუკუნის შემდეგაც კი, ბრიტანეთის კუნძულებისთვის, ისევ აგრძელებდნენ ომს. ისინი დრო და დრო დარბევებს ახორციელებდნენ და დასახლებებს აარსებდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა, საბოლოოდ, წარუშლელი გავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურასა და ენაზე. როდესაც ვიკინგები უფრო მჭიდრო ურთიერთობაში შევიდნენ ინგლისელ მეზობლებთან, ორი ენა, ძველ სკანდინავიური და ძველი ინგლისური, ერთმანეთს შეერია და ახალი გაჩნდა. ეს თანდათანობით და სრულიად ბუნებრივი გზით მოხდა.


3. თხილამურებიimage


თხილამურების გამოყენების ტრადიციას საფუძველი ვიკინგებმა ჩაუყარეს. სიტყვა «თხილამური» ძველ სკანდინავიურიდან — «skío» მოდის. ძველ სკანდინავიურ ტომებში თხილამურებს, როგორც თოვლში გადაადგილებისთვის, ისე გასართობად იყენებდნენ. ისინი საკუთარ ღმერთებსაც კი, თხილამურებით გამოსახავდნენ.



4. სავარცხელიimage


ვიკინგების მტრები, მათ მოუვლელ, დაუბანელ ბარბაროსებად თვლიდნენ. რეალურად კი, ისინი უფრო ხშირად ბანაობდნენ, ვიდრე სხვა ევროპელები, იმ ეპოქაში. ჩვეულებრივ, ბანაობისთვის ისინი ცხელ წყაროებს იყენებდნენ და ამას, მინიმუმ, კვირაში ერთხელ აკეთებდნენ. ხოლო, სავარცხლებს, თმის დასავარცხნად, ცხოველების რქებისგან აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, სავარცხელს სხვა ერებიც ხმარობდნენ, მაგრამ იმ სახით, რასაც ჩვენ ვიცნობთ და ვიყენებთ, სკანდინავიურ გამოგონებად ითვლება.

სავარცხლის გარდა, ვიკინგების სამარხებში ყველაზე ხშირად, ისეთ ნივთებს პოულობენ, როგორიც პინცეტი, საპარსი და ყურის საწმენდი კოვზებია. ეს კი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მრისხანე, გრძელთმიანი და წვერიანი ვიკინგი მეომრებიც კი, პირად ჰიგიენას, საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან.


5. საგა image


ვიკინგების ცხოვრების შესახებ, ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო მათი საგები (ძვ. სკანდ. saga < segja - თხრობა) იყო. რა თქმა უნდა, მეცნიერები ამ წყაროს უაღრესად საეჭვოდ მიიჩნევენ. მაგრამ, არავინ დავობს იმაზე, თუ რამდენად საინტერესო და ამაღელვებელია ეს ტექსტები.
ისტორიკოსების უმრავლესობა, ეთანხმება აზრს, რომ ბევრი რამ ამ წყაროებში რეალობას სცდება, ავტორის ფანტაზიის ნაყოფია და უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ვიკინგების და მათი, ვინც ამ ადამიანების გმირული ისტორიების შესახებ წერდა, რამაც ძლიერი სტიმული მისცეს ისეთი ლიტერატურული ჟანრის განვითარებას, როგორიც ფენტეზია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი გამოვლენის ადრეული ფორმა იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"



2
1748
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1748
  
2022, 8 სექტემბერი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2