x
image
intermedia.ge
Mediator image
50 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც 30 წელი სხვისი ეგონათ
image


„ლარნაკი ყაყაჩოებით“ განსაკუთრებით პოპულარული და მთელ მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წელს მისი ნამდვილი ავტორი დაადგინეს და დაასაბუთეს, რომ ზეთის საღებავებით შესრულებული ეს ნახატი ნამდვილად ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.


„ლარნაკი ყაყაჩოებით“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის მუზეუმშია დაცული. ნახატის ავტორის შესახებ ეჭვები 90-იან წლებში გაძლიერდა, როდესაც ხელოვნების მკვლევარმა უოლტერ ფინჩილფელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ვან გოგის უამრავი ნახატი იყო, რომელთა ავთენტურობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული.


ტექნოლოგიების განვითარებამ ნახატების რეალურ ავტორთა დადგენა შესაძლებელი გახადა. სწორედ უახლეს ტექნოლოგიებს მიმართა კონექტიკუტის მუზეუმმა და საიდუმლოებებით მოცული ნახატის შემოწმება გადაწყვიტა.



ნახატის კვლევის პროცესი ორი მიმართულებით წარიმართა: ტექნოლოგიური და ტექნიკური. კერძოდ, ათენიუმის მუზეუმში ნახატი ციფრული X-ray ტექნოლოგიით შემოწმდა. შემოწმებამ ნახატის შიდა ფენა გამოაჩინა, რომელზეც ვან გოგის პორტრეტის დანახვაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, ვან გოგის მუზეუმმა ნახატი გამოყენებული მასალებისა და სტილის მიხედვით აღწერა. საბოლოოდ, მრავალმხრივმა შემოწმებამ ცხადყო, რომ „ლარნაკი ყაყაჩოებით“ ნამდვილად ვან გოგს ეკუთვნის.


როგორც დადგინდა, ცნობილ მხატვარს „ლარნაკი ყაყაჩოებით“ 1886 წლის გაზაფხულზე პარიზში ჩასვლისთანავე უნდა შეექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი ვან გოგის ათეულობით ნახატი, რომლებზეც ყვავილებია ასახული. პირადი წერილებიდანაც იკვეთება, რომ იმ დროს მხატვარი გატაცებული ყოფილა სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილებით, საგანთა ახლებურად დანახვისა და ახალი ფერების აღმოჩენის სურვილით, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. პარიზში ყოფნისას ვან გოგმა 230 ნახატი შექმნა, რომელთაგან 30-მდე ნამუშევარზე სწორედ ყვავილია გამოსახული.


ცნობილ მხატვართა ნახატები კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. ასევე მრავლადაა ნამუშევრები, რომელთა ნამდვილი ავტორის ვინაობა ჯერ კიდევ საიდუმლოებებითაა მოცული. თუმცა მხატვრებისა და მხატვრობის შესახებ ყველაფერი, რაც დღეისათვის დადასტურებული და უტყუარია, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიაში „დიდი მხატვრები“ შეგიძლიათ წაიკითხოთ.


„დიდი მხატვრების“ ალბომებით ყველა დროის საუკეთესო მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით, როგორიცაა: ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პიკასო და სხვ.


აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ბეჭდვის დამსახურებით, მხატვრების უნიკალური ხელოვნების ნიმუშები წიგნებში თითქმის სრული სიზუსტითაა გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს ზედმიწევნითი სიზუსტით დაინახავთ.


ტექნიკურ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია ალბომების შინაარსიც. „დიდი მხატვრების“ სერია თქვენთვის ერთგვარი გზამკვლელი გახდება და მსოფლიოში აღიარებული მხატვრების შესახებ აქამდე უცნობ ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ. მათი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება ორმაგად საინტერესოა იმიტომაც, რომ არაერთ ნახატს სწორედ ცხოვრებისეული ფაქტები თუ მოვლენები უდევს საფუძვლად.


ეს ყველაფერი არ არის. შეგიძლიათ ყოველთვიურად თავად შეარჩიოთ, რომელი მხატვრის ალბომის მიღება გსურთ თვის ბოლოს, ამისათვის საჭიროა საიტზე თქვენს საყვარელ მხატვარს მისცეთ ხმა.


მიღებული ხმების მიხედვით გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა. მისი შეძენა გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.



0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0