სხვა 7 ყველაზე არაორდინალური ვარცხნილობა, რომელზეც ბევრს იცინებთ 2021, 9 მარტი, 21:44 ![]() 1. ![]() 5 ფენად დაყოფილი თმები, რომელიც გაშლილ ყვავილს წააგავს. ვერ ვიტყვით, რომ მამაკაცური ვარცხნილობაა და გოგონები გადაირევიან მასზე, თუმცა ადამიანები არჩევანში თავისუფალი არიან, "გემოვნებაზე არ დავობენ". 2. ![]() თავის ცალი ახოტრილი გვერდი და ვარსკვლავების ფიგურები მეტად ორიგინალური და რამდენადმე ლამაზიც კი არის. 3. ![]() უცნაური არა მხოლოდ ვარცხნილობა, არამედ ფერებიც - გვერდი "კამუფლაჟის" სტილშია შეღებილი. ხაკისფერი თმის ნაწილი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება ექსპერიმენტების მოყვარულთათვის. იქნებ, ღირდეს კიდეც მოსინჯვა ამ ვარცხნილობის. 4. ![]() ცისარტყელას ფერებიც საკმაოდ შთამბეჭდავია და სახალისო. 5. ![]() საკმაოდ ლამაზი ვარცხნილობაა, ფერებიც მეტად საინტერესო. ეს ვარცხნილობა ამტკიცებს, რომ ქალს ნამდვილად ყველაფერი უხდება, თუნდაც ყველაზე თამამი გადაწყვეტილებაც კი. 6. ![]() ქალის გრძელ და ხშირ თმებს, ალბათ, ეს ცისფერი, უშველებელი "კოპებიც" კი დაამშვენებდა, მაგრამ მამაკაცის შემთხვევაში, ეს უკვე საფრთხილო საკითხია.
7. ![]() შორიდან თუ მოგეჩვენათ, რომ ანანასს ფეხები აუსხამს და დაფრინავს, ჯერ ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას. შესაძლოა, უბრალოდ მავანის ექსტრავაგანტური ვარცხნილობა ქმნიდეს ამგვარ ვიზუალურ ეფექტს. 169 1-ს მოსწონს
|