ტკბილეული შოკოლადის ძეხვი - ბავშვობის საყვარელი გემო 2021, 9 მარტი, 17:52 პროდუქტები: პეჩენია (ორცხობილა) - 400 გრამი; კარაქი - 200 გრამი; კვერცხი - 1 ცალი; რძე - 4 სუფრის კოვზი; კაკაო-ფხვნილი - 50 გრამი; შაქარი - 1 ჭიქა; ვანილი - 10 გრამი ( 1 პაკეტი); მომზადება: 1.ემალირებულ კასრში ათქვიფეთ ვანილი, შაქარი და კაკაო; 2.დაუმატეთ კვერცხი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე; 3.ჩაასხით რძე და ათქვიფეთ; 4.დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ მასას; 5. ნელ ცეცხლზე დადგით ქვაბი. მიიყვანეთ ადუღებამდე, ნელა ურიეთ. 6.პეჩენია (ორცხობილა) დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ ცეცხლიდან გადმოდგმულ მასას. 7.ყველაფერი აურიეთ; გააცივეთ; 8.დაასხით პერგამენტის ქაღალდზე, ფოლგაზე, ან პოლიეთილენის პაკეტზე დაასხით შოკოლადის ძეხვი. შოკოლადის ძეხვი, გამოცხობის მერე, შედგით მაცივარში გასაცივებლად. საყინულეში შოკოლადის ძეხვი მზად იქნება 1.5-2 საათში.59 შეფასება არ არის
|