x
image
ლანა92
ანანასის ბლანმანჟე ხაჭოთი - უგემრიელესი დესერტი
image



ხაჭოსა და ანანასის ბლანმანჟე საოცარი, ნაზი დესერტია. ანანასის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი დაკონსერვებული, ან ახალი ხილი.


საჭირო პროდუქტები 4 ულუფაზე:

ხაჭო - 250 გრამი;


არაჟანი - 100 გრამი;

რძე - 100 მლ;

დაკონსერვებული ანანასი (რგოლი) - 2 ცალი;

სწრაფხსნადი ჟელატინი - 1 სუფრის კოვზი;

შაქრის პუდრა - 50 გრამი;

ვანილი - 8 გრამი;


მომზადება:

რძე ჩაასხით ჟელატინის ფხვნილში და გააჩერეთ 10 წუთით, რათა გაიხსნას;

ჩადეთ წყლის აბაზანაში (წყლიან ჯამში) და მოურიეთ ჟელატინი, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

ხაჭო ათქვიფეთ არაჟანთან, შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ბლენდერით თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

ჩაასხით რძე ჟელატინიან მასაში და ისევ ათქვიფეთ.

ანანასის რგოლები დაჭერით კუბიკებად, წვრილ ნაჭრებად.

დაუმატეთ ანანასი ხაჭოიან მასას და ათქვიფეთ.

ხაჭოიანი მასა ჩაასხით სილიკონიან (პლასტმასის) ფორმებში და შედგით მაცივარში, რათა ბოლომდე გაიყინოს.

ფრთხილად ამოიღეთ ბლანმანჟე ფორმიდან და დადეთ თეფშზე.

გემრიელად მიირთვით.


0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0