ფიბრომიალგია არის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ფართოდ გავრცელებული ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტიკივილით და თან ახლავს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ხასიათის ცვლილება, ძილისა და მეხსიერების პრობლემები.კვლევებზე დაყრდნობით, ფიბრომიალგია აძლიერებს ტკივილის შეგრძნებას თავისა და ზურგის ტვინზე ზემქმედებით და მათ უნარზე აღიქვან და გაავრცელონ ტკივილი.
ხშირად, სიმპტომები ვლინდება ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, ინფექციების ან გამოხატული ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ, სხვა შემთხვევებში სიმპტომები ვლინდება თანდათანობით, კონკრეტული ტრიგერის არსებობის გარეშე.
ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფიბრომიალგიის განვითარებისკენ, ვიდრე მამაკაცები.ფიბრომიალგიის მქონეთა უმეტესობას, გარდა ამ კონკრეტული დარღვევისა, აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, მაგალითად მიდრეკილება თავის ტკივილის, საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დარღვევების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გაღიზიანებადობისა და დეპრესიისაკენ.ფიბრომიალგიისგან განკურნების გზა არ არსებობს, შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ვარჯიში, რელაქსაცია და სტრესის შემცირება ხელს შეუწყობს მდგომარეობის შემსუბუქებას.
ფიბრომიალგიის ძირითადი სიმპტომებია:
ფართოდ გავრცელებული ტკივილი-ფიბრომიალგიასთან ასოცირებული ტკივილი აღწერილი არის, როგორც ყრუ ტკივილი, რომელმაც თავი იჩინა და მუდმივად ვლინდება ბოლო 3თვის განმავლობაში.იმისთვის, რომ ტკივილი ჩაითვალოს გავრცელებულად, ის უნდა აღინიშნებოდეს სხეულის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარზე, წელს ზევით და წელს ქვემოთ.
დაღლილობა-ფიბრომიალგიით დაავადებულები ხშირად დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი საათის განმავლობაში ეძინათ.ძილის პროცესს ხელს უშლის ტკივილის არსებობა.დაავადებულებს აქვთ ძილის სხვა დარღვევებიც, როგორიცაა მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ძილის აპნოე.
კოგნიტიური დარღვევები-მნიშვნელოვნად იცვლება ყურადღების გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარი.
კიდურების ტრემორი
ფიბრომიალგია ხშირად არსებობს სხვა მდგომარეობებთან ერთად, ესენია:
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
შაკიკი და თავის ტკივილის სხვა ფორმები
ინტერსტიციალური ცისტიტი და მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი
საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დარღვევები
გაღიზიანებადობა
დეპრესია
პოსტურალური ტაქიკარდიის სინდრომი
ფიბრომიალგიის დიაგნოზის დადგენა რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული ტესტი და მთავარი სიმპტომები, ტკივილი და დაღლილობა, სხვა დაავადებებისა და მდგომარეობებისთვისაც არის დამახასიათებელი, შესაბამისად უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი.
იმისათვის რომ დაისვას დიაგნოზი, საჭიროა:
სამედიცინო ისტორიის შემოწმება და დეტალური ანამნეზის შეკრება
ფიზიკური გამოკვლევა
შესაძლებელია რენტგენის გადაღება და სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, სხვა დაავადებების გამოსარიცხად
დიაგნოზი დასტურდება მაშინ, თუ სხვა ყველა მდგომარეობა/დაავადება გამოირიცხება და აღინიშნება 3 სიმპტომი:
ტკივილი, რომელიც 3თვეზე მეტხანს გრძელდება
ფიზიკური სიმპტომების არსებობა: მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, გამოუძინებლობა და კოგნიტური პრობლემები,
გასული კვირის განმავლობაში სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი.
მკურნალობა კომბინირებულია, გამოიყენება მედიკამენტები, საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა, თერაპია, კომპლემენტარული თერაპია.
მედიკამენტებიდან გამოიყენება ტკივილის შემამსუბუქებლები და ანტიდეპრესანტები.
ცხოვრების სტილის შეცვლაში მოიაზრება :
რეგულარული ფიზიკური აქტივობა, რომელიც უნდა იყოს ზომიერი და არა გადამეტებული, რაც კიდევ უფრო მეტად გააუარესებს მდგომარეობას, საჭიროა ბალანსის დაჭერა ფიზიკურად აქტიურობასა და დასვენებას შორის
სტრესის მენეჯმენტი
სწორი და დაბალანსებული კვება
კოგნიტუტ ბიჰევიორული თერაპია ხელს შეუწყობს ისწავლოთ თუ როგორ განკარგოთ ტკივილი, სტრესი, ნეგატიური ფიქრები.
კომპლემენტარლური თერაპიაში მოიაზრება :
მასაჟი
აკუპუნქტურა
ქიროპრაქტიკა
ამრიგად, ფიბრომიალგია არის დაღვევა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილით, ის შესაძლოა განუვითარდეს ყველას, თუმცა რისკ-ჯგუფში არიან ქალები, საშუალო ასაკის წარმომადგენლები, სხვა დააავადებების მატარებლები(ლუპუსი, რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილოართირტი), მთავარი სიმპტომი მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და სხეულის სხვადასხვა ნაწილში მუდმივი, ყრუ ტკივილის არსებობაა, ხოლო მკურნალობა მხოლოდ სიმპტომური ხასიათისაა, რომელიც ორიენტირებულია მდგომარეობის შემსუბუქებაზე.