სალათები "ვენეცია" - ყველაზე მხიარული, ფერადი და მარტივად მოსამზადებელი სალათი 2021, 7 მარტი, 18:52
4 ულუფა; 15 წუთი; საჭირო პროდუქტები: შებოლილი ძეხვი - 100 გრამი; მაგარი ყველი - 150 გრამი; კიტრი - 1 ცალი; სტაფილო - 1 ცალი (გემოვნებით); სიმინდი - 1 ქილა; მაიონეზი - 100 გრამი (გემოვნებით); მომზადება: ძეხვი, ყველი, კიტრი და სტაფილო (გაფცქვნილი და გარეცხილი) დაჭერით სიგრძეზე, წვრილ ნაჭრებად. სიმინდის ქილა გახსენით და წყალში გაავლეთ. ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ ერთ ჯამში.
მოასხით მასას მაიონეზი. ყველა ინგრედიენტი კარგად მოურიეთ ერთმანეთს.
სალათი "ვენეცია" მზადაა. გემრიელად მიირთვით!
50 შეფასება არ არის
|