x
image
ლანა92
"ცისფერი იავა" - ჰავაის ბანანი, რომელიც ნაყინისა და დესერტებისათვის საუკეთესო არჩევანია

image



ბანანის მრავალი ჯიში არსებობს. არც ისე დიდი ხნის წინ სელექციონერებმა შექმნეს ბანანის დესერტული ჯიში "ცისფერი იავა", რომელიც ჰავაიში ცნობილია, როგორც "ნაყინის ბანანი", ხოლო ფიჯიში, როგორც "ჰავაის ბანანი". ესაა ყინვაგამძლე, ამტანი სოკოვანი დაავადებების მიმართ. მცენარე იზრდება 4.5 მეტრიდან 6 მეტრამდე, ხოლო მისი მსხვილი მოვერცხლისფრო-მწვანე ფოთლები აღწევს 2-3 მეტრამდე. ჯიშის სახელწოდება "ცისფერი იავა" უკავშირდება დამწიფების ეტაპზე ნაყოფის ქერქის ეგზოტიკურ მოლურჯო-მომწვანო შეფერილობას.

"ჰავაის ბანანის" მწიფე ხილი გამოირჩევა კანის ყვითელი ფერით, რომელსაც დაჰკრავს მოვერცხლისფრო ელფერი და აქვს ძალიან ნაზი გემო. კრემისებრი კონსისტენციის თეთრ რბილობს აქვს ვანილის არომატი. ამიტომაც კულინარიაში ჰავაის ბანანი კარგად ეხამება დესერტებსა და ნაყინს. სწორედ ამის გამო უწოდებენ "ცისფერ იავას" "დესერტის", ან "ნაყინის" ბანანს.




image



"ცისფერი იავას" მოშენება მიზანშეწონილია არა მხოლოდ გემრიელი ნაყოფის გამო, არამედ დეკორატიული ნარგავების მოსაწყობადაც. ხარობს სუბრტოპიკულ და ზომიერი კლიმატის ზონებში, ტემპერატურით +4-დან -7 გრადუს ცელსიუსამდე.

დაბალი ტემპერატურის პირობებში, "ცისფერი იავის" მოყვანა მიზანშეწონილია დახურულ სივრცეში, ან კონტეინერებში, რომელსაც ძლიერი ყინვებისას თბილ ოთახში გადაიტანთ.

სკანდინავიაში ბანანი მოჰყავთ სპეციალურ სათბურებში, სადაც მისი ზრდისათვის ოპტიმალური პირობებია (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა) შექმნილი, ისლანდია კი არა მხოლოდ შიდა ბაზარს ამარაგებს ტროპიკული ხილით, "ცისფერი იავათი", არამედ ექსპორტზეც აგზავნის.


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0