x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები - არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი
image

საკვები დანამატები, რეცეპტის გარეშე გასაცემი (OTC) მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები - არაკონტროლირებადი და რისკის შემცველი

გაფრთხილება!

არსებული ინფორმაცია წარმოადგენს არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების ანალიზს და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგან.
გთხოვთ თავი შეიკავოთ არასამედიცინო, არაპროფესიონალური ან პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული კომენტარებისგან


დღეისათვის საზოგადოებაში ძალზედ პოპულარულია სხვადასხვა სახის საკვები დანამატები, მცენარეული მედიკამენტები და ვიტამინები, რომლებსაც მოსახლეობა სისტემატიურად მოიხმარს ხშირად რჩევით და/ან ექიმის დანიშნულებით.
სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება. მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას (Buyer Beware) დანამატებთან მიმართებაში.

ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს. ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.
არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში - 80%; ვიტამინები - 54%; მცენარეული მედიკამენტები - 48%.
ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია - 79%; წონის კლების პროდუქცია - 72%; ენერგეტიკები - 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია - 51%.

2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს).

აქედან გამომდინარე სანამ რომელიმე ჩვენთაგანი გადაწყვეტს ვინმეს რჩევით ან ექიმის დანიშნულებით ან ფარმაცევტის ან ფიტნეს ინსტრუქტორის რჩევით მიიღოს კონკრეტული დანამატი, ვიტამინი, თუ მცენარეული მედიკამენტი აუცილებლად დასვას რამოდენიმე შეკითხვა და მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი:

1. თუ ლაბორატორიულად ან ჩივილების მხრივ არ არის დადასტურებული კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი, საჭიროა თუ არა მისი დანამატის სახით მიღება? (როგორც ვიტამინების დეფიციტი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე მისი მომატება ორგანიზმში (ჰიპერვიტამინოზი) იწვევს ტოქსიკოზს)

2. იცის თუ არა საერთიდ მაკრო და მიკროელემენტების დღიური მისაღები ნორმები? ვინ ადგენს ნორმებს?

3. რამდენად ეფექტურია დანამატების მიღება და არსებობს თუ არა ამის სარწმუნი მტკიცებულება, მიღებული მაღალი ხარისხის კვლევების დასკვნით?

4. უსაფრთხოა თუ არა? ანუ დარწმუნებით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეტიკეტირება ასახავს რეალურ შემადგენლობას?

ამას ემატება ერთი ფაქტორი, პროფესიონალ სპორტსმენებში, კერძოდ რისკი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნისა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ პროდუქციის რეგულაცია/შემოწმება სამწუხაროდ არ ხდება, ისეთ ქვეყანაშიც კი როგორიც აშშ-ია.
მრავალი ფაქტია დაფიქსირებული სპორტში როდესაც სპორტსმენი მოიხმარდა სხვადსხვა სახის საკვებ დანამატს და ის დოპინგზე ჩავარდა.

აშშ-ის FDA-ის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზოგიერთი საკვები დანამატი შეიცავს საშიშ სუბსტანციებს როგორებიცაა - პესტიციდები, საზიანო ქიმიურ ნივთიერებები ან მძიმე მეტალები.

2019 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (published - Journal of Adolescent Health) საკვები დანამატი პროდუქტები რომლებიც იყიდება როგორც ენერგიის ამაღლების/გაძლიერების, წონის კლების ან კუნთის მასის მოსამატებლად, მათი მიღება ასოცირებული იყო რთული სამედიცინო შემთხვევების დადგომასთან.
ეს დასკვნა დაიდო მას შემდეგ რაც 2004 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით შესწავლილ იქნა დანამატებთან-ასოცირებული გვერდითი ეფექტები, რომელიც დაფიქსირდა FDA-ის მიერ.

ჯამში 977 შემთხვევა, აქედან 40% რთული, რომელიც დასრულდა სიკვდილით ან ჰოსპიტალიზაციით. ენერგიის ასამაღლებელი, წონის კლების და კუნთის მასის მოსამატებელი დანამატების მიღება იყო ყველაზე სარისკო, თუმცა ასევე პრობლემური იყო დანამატები რომლებიც იყიდება სექსუალური ფუნქციის გასაუმჯობესებლად ან ნაწლავის "გასაწმენდად".

როგორც უკვე ცნობილია აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით - წონის კლების და კუნთის მასის გასაზრდელი დანამატების მიღება ასოცირებულია სერიოზულ, ზოგჯერ ფატალურ, ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის ღვიძლის დაზიანებასთან, ინსულტთან და სათესლე ჯირკვლის კიბოსთან.

https://www.medscape.com/viewarticle/888969...

პროტეინის ფხვნილები - დამალული საფრთხე

ვერდიქტი: ისინი შეიძლება შეიცავდნენ შაქარს, ბევრ კალორიას, ჰორმონებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს ან ტოქსიკურ ქიმიკატებსაც კი.

რა რისკებია? What are the risks?
როგორც უკვე მრავალჯერ იქნა აღნიშნული არსებობს მრავალი რისკები საკვებ დანამატებთან მიმართებაში:

1. პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება. მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში.

2. პროტეინის ფხვნილების მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები, ასევე ღვიძლის დაზიანება

3. წონის მომატება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება

4. ასევე 2018 წელს გამოქვეყნდა Clean Label Project-ის რეპორტი - მათ შეისწავლეს 134 პროდუქტი 130 სხვადასხვა ტოქსინზე და დაადგინეს, რომ ბევრი პროტეინის დანამატი შეიცავდა მძიმე მეტალებს (ტყვიას, დარიშხანს, კადმიუმს და ვერცხლისწყალს), ბისფენოლ-ა (bisphenol-A - BPA, რომელიც გამოიყენება პლასტმასის დასამზადებლად), პესტიციდებს ან სხვა ნივთიერებებს რომლებიც დაკავშირებული არიან კიბოსთან ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. მაგალითისთვის ერთ-ერთი პროტეინის ფხვნილი შეიცავდა დასაშვებზე 25-ჯერ მეტი რაოდენობით BPA-ს.

რითი შეიძლება ეს იყოს ახსნილი?
The Clean Label Project-ის განცხადებით ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პროდუქციის წარმოების პროცესთან ან ნიადაგში ტოქსინების არსებობასთან (პროტეინის ფხვნილებში გამოყენებული მცენარეების მიერ ნიადაგიდან შეთვისებული ტოქსინების ხარჯზე)

5. საკვები დანამატები ვნებს - FDA-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით 776 დანამატი რომელიც შეისწავლეს 2007-2016 წლებში, ისინი შეიცავდნენ - sildenafil, sibutramine, steroids და fluoxetine.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ ქვეყანაში დანამატები არ კონტროლდება ისე ხვდება გაყიდვაში. ასევე ცალკე საკითხია ის, რომ არ არსებობს მტკიცებულება მათი ეფექტურობისა.

აქედან გამომდინარე თუ ვინმე გირჩევთ რომელიმე დანამატის მიღებას, ის ან არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას მათ შესახებ, ან ფინანსური დაინტერესება ამოძრავებს.

A recent analysis of US Food and Drug Administration (FDA) warnings issued to manufacturers of 776 supplements from 2007 to 2016 found that they contained prescription drugs such as sildenafil, sibutramine, steroids, and fluoxetine.

https://www.medscape.com/viewarticle/903925...

6. მცენარეული და საკვები დანამატების გამოყენება დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან.
იზრდება მტკიცებულებების ხარისხი, რომლის მიხედვითაც მცენარეული და საკვები დანამატები არათუ სარგებელს იძლევა, არამედ ხშირ შემთხვევაში აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. კვლევით დადგინდა რომ ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული (chemical-induced) ღვიძლის დაზიანების 5 შემთხვევიდან 1-ში გამომწვევი სწორედ მცენარეული და საკვები დანამატები გახლდათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტებია მწვანე ჩაი, ვიტამინები და საკვები დანამატები.

Non-steroid supplements included green tea, mixtures labeled as "Chinese herbs, " "Korean herbs, " or "Ayurvedic medications, " as well as vitamins and dietary supplements.

https://www.medscape.com/viewarticle/869907?src=android&devicetype=android&osversion=9&appversion=6.0.1&&src=medscapeapp-android&ref=share

7. რა არის ადამიანის დღიური პროტეინის (ცილა) მიღების ნორმა? Daily protein goals

კაცის დღიური ნორმა - 56 გრამი;
ქალის დღიური ნორმა - 46 გრამი

ადამიანი რომელიც სისტემატიურად ვარჯიშობს, მისი დღიური მაქსიმალური მისაღები რაოდენობაა - 0.8-1.2 გრამი კილოგრამ წონაზე.

ამ რაოდენობის პროტეინის ათვისება მარტივად შეიძლება საკვები პროდუქტებიდან.

მაგალითისთვის:

საუზმეზე კვერცხი - 6 გრამი
170 გრამი იოგურტი სადილზე - 18 გრამი
ერთი მუჭა თხილი წასამხესებლად - 4-7 გრამი
ერთი ჭიქა რძე (8 გრამი) და 55-60 გრამი მომზადებული ქათამი ვახშამზე (14 გრამი)

FIFA Certified Sports Physician - MD Zaza Telia See Less

0
22
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
22