x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურებოდნენ მხევალი ქალები ოსმალეთის იმპერიის ჰარამხანაში
image

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა. ყველაზე ცნობილი ოსმალ სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა მათზე ადრე „ბედნიერების სახლი“ ჰქონდათ აბასიდებსა და სელჩუკებსაც.

თავიდან ჰარამხნებში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი, როგორც წესი, მეზობელი სახელმწიფოების მეთაურთა ქალიშვილებს ირთავდნენ. ეს ტრადიცია ბაიაზიდ II-ის შემდეგ (1481-1512) შეიცვალა, როდესაც სულთნები უკვე ჰარამხანის ბინადრებს ირჩევდნენ ცოლებად.

ჰარამხანის მთავარი პერსონა თვით სულთანი ან დიდგვაროვანი იყო. ჰარამხანის განსაკუთრებით კოლორიტული მკვიდრები იყვნენ ჯარიეები (მონა-ხარჭები). გარდა ამისა, თანდათანობით ჩანოყალიბდა მომსახურეთა - საჭურისთა განსაკუთრებული კლასი, რომლებიც ქალების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ჯარიელიკი (ქალთა მონობა) უძველესი დროიდან არსებობა. ოტომანთა ჰარამხანაში პირველი მონები XII საუკუნეში, სულთან ორხანეს დროს გაჩნდნენ.




ყველაზე ლამაზი მონები სულთანთან განსაკუთრებით დაახლოებულნი იყვნენ.სულთანი მათგან ოთხს მსახურებად ირჩევდა, ოთხი კი - გიუზიდე (ფავორიტი) ხდებოდა.

სულთანი საჩუქარს უგზავნიდა იმ მონას, რომელთანაც ღამის გატარებას აპირებდა. საღამოს რჩეულს აბანოში უშვებდნენ, თავისუფალ და სუფთა სამოსს აცმევდნენ და სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ. იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, მონას საჩუქარს უგზვავნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა ფავორიტადაც ქცეულიყო.


თუ რომელიმე ფავორიტი დაფეხმძიმდებოდა, ის იკბალების (ბედნიერების) რანგში გადადიოდა, ხოლო თუ ასეთი რამდენიმე იყო, მაშინ მათ რანგები ენიჭებოდათ: მთვარე, მეორე, მესამე... თანდათანობით იკბალები ჰარამხანის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებად იქცნენ და სულთნის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ პრივილეგებს.


კადინ-ეფენდების (სულთნის ცოლების) რიცხვი ოთხიდან რვამდე იყო. პირველი ცოლი მთავარი იყო, დანარჩენები შესაბამისად - მეორე, მესამე..., რომელიმე ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ცოლი ან იკბალი მის რანგში გადადიოდა, სულთანი ამ გადაწყვეტილებას პირადად იღებდა.

სულთნები ღამეებს იმასთან ატარებდნენ, ვისთანაც სურდათ, მაგრამ ღამე პარასკევიდან შაბათმდე - აუცილებლად ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინათ. ასეთი იყო ისლამის ტრადიციებით დადგენილი წესრიგი. არც ერთ ცოლს არ მოსდიოდა თავში აზრად, რომ სულთანს ისინი ერთნაირად უყვარდა. ყველამ იცოდა - ზოგიერთს სულთანი აღმერთებდა, ზოგს კი უბრალოდ იყენებდა. ცნობილია შემთხვევებში, როდესაც სულთნის ცოლები ისეთ ძლიერ გავლენას ახდენდნენ სულთნებზე, რომ სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდნენ.






1-ასე გამოიყურებოდა ოდალიკი ოსმანთა ჰარამხანაში-1890 წელი

image


2-ქალი ყალიონით თურქულ ჰარამხანაში-1891 წელი

image


3-ჰარამხანაში ქალებს ზოგჯერ გასეირნების უფლებას აძლევდნენ, მაგრამ მათი სხეულის ყველა ნაწილი საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო დაფარული


image


4-მხევალი ჰარამხანაში-ოსმალეთი 1875 წელი


image


5-ასე გამოიყურებოდა გვაშემაშა კადინ ეფენდი, სულთან აბდულ ჰამიდ II– ის ცოლი.ჩერქეზული წარმოშობის პრინცესა

image

image

6-ოდალიკი ჰარამხანაში 1890 წელი

image

7-ჰარამხანის ქალები-1912 წელი თურქეთი

image


8-ქალი ყალიონით, თურქული ჰარამხანა 1916 წელი

image

9-სრულიად ნორჩი ჩერქეზი გოგონა სულთნის ჰარამხანაში

image

10-პრინცესა დურუ შევარი (1914 - 2006 წწ.)პრინცესა ბერარი და ოსმალეთის იმპერიის პრინცესა, აზამ იაჰის, ჰიდრაბადის მეშვიდე და ბოლო ნიზამის უფროსი ვაჟის მეუღლე

image

0
1105
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0