საბუნებისმეტყველო "შავი ბრილიანტი" - უნიკალური ფერის ვაშლი, რომელსაც სუპერმარკეტებში მარტივად ვერ მოიხელთებთ 2021, 5 მარტი, 16:03 ![]() მსოფლიოში მრავალფეროვანი ვაშლის ბაღები არსებობს. ისინი განსხვავდებიან ჯიშით, ხარისხით, ფერით, ფორმით, ზომითა და გემოთი. ცნობილი ვაშლის ჯიშის "შავი ბრილიანტის" წინამორბედი იყო "ჰუა ნიუ", რომელიც მოჰყავდათ ახალზელანდიელ სელექციონერებს. ჩინეთში ფერმერებმა "ჰუა ნიუ"-საგან შექმნეს ახალი ჯიში, რომელსაც აქვს იშვიათი მუქი იისფერი კანი და სასიამოვნო ტექსტურა. "შავი ალმასი" სხვა ვაშლებზე გაცილებით სასარგებლოა, რამდენადაც შეიცავს მეტ ვიტამინებს, შაქარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. "შავი ალმასები" გემრიელი, ხრაშუნა და წვნიანია. ეს ვაშლი მწიფე მდგომარეობაში რამდენადმე ალმასს მოგაგონებთ, რის გამოც "შავი ბრილიანტი" უწოდეს. ![]() "შავი ბრილიანტის" ბაღები პირველად გააშენეს ტიბეტის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 3100-3500 მეტრ სიმაღლეზე, სადაც დღისა და ღამის ტემპერატურას შორის მკვეთრი ცვლილებაა. სწორედ ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით, ამ ჯიშის ვაშლი ჩინეთში იღებს დიდი ოდენობით ულტრაიისფერ გამოსხივებას და ხილი იძენს უნიკალურად მუქ ფერს.
![]() "შავი ბრილიანტის" ხეები ყინვაგამძლეა. არც მავნებელები ეტანება დიდად. მისი პირველი ბაღი გააშენეს ტიბეტის მთიანეთში ჯერ კიდევ 2011 წელს 50 ჰექტარ ფართობზე. ![]() ოთხი წლის განმავლობაში ტიბეტში "შავი ბრილიანტის" 20 000 ხე დაირგო და დაახლოებით 50 000 კგ. მოსავალი აიღეს. ამასთანავე, მოწეული მსოავლის მხოლოდ 30 % აქვს სპეციფიკური მუქი იისფერი შეფერილობის კანი და ხარჯებიც საკმაოდ დიდია. ![]() ექსკლუზიური პროდუქტების ვიპ-კლასში. ![]() ახალი ჯიშის ვაშლი იყიდება ყუთებში. ერთ ყუთში დევს 6-8 "შავი ბრილიანრტი". 1 ცალი შავი ბრილიანტი 7-დან 20 დოლარამდე ღირს. მწიფე ნაყოფს ყიდიან ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში. ამ გზით მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა შექმნეს აჟიოტაჟი ბაზარზე, რამდენადაც "შავი ბრილიანტი" ძირითადად იყიდება წინასწარი შეკვეთითა და წინასწარი გადახდით.323 შეფასება არ არის
|