სალათები ჭარხლისა და სიმინდის სალათი ხახვით - მოამზადეთ მარტივად 2021, 4 მარტი, 23:07 4 ულუფა; 1 საათი; საჭირო პროდუქტები: ჭარხალი - 350 გრამი; წიტელი ხახვი - 100 გრამი; დაკონსერვებული სიმინდი - 300 გრამი; ნიორი - 1 კბილი; მცენარეული ზეთი - 30 მლ.; მარილი - გემოვნებით; ახალი მწვანილი (ოხრახუში, კამა, ან ცერეცო) - გემოვნებით; მომზადება: ჭარხალი ხარშეთ ადუღებიდან 40-50 წუთის განმავლობაში. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ნახევარრგოლებად. ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. გაციებულ ჭარხალს კანი გააცალეთ და დაჭერით კუბიკებად. მწვანილი წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ ერთ ჯამში ჭარხალი, ხახვი, მწვანილი და სიმინდი. მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი. მოურიეთ მასა. უგემრიელესი სალათი ჭარხლითა და სიმინდით მზადაა. გემრიელად მიირთვით! 140 შეფასება არ არის
|