x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 ფაქტი საენტოლოგების სექტის შესახებ, რომელშიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც არიან გაწევრიანებული

image

საენტოლოგია 1950 იანი წლების დასაწყისში გამოიგონა ამერიკელმა მწერალმა-ფანატიკოსმა რონ ჰაბარდიმ. ყველაფერი მისი წიგნიდან დაიწყო, რომელიც უსაზღვრო ბედნიერების მიღების შესახებ თეორია იყო, ხოლო რელიგია კი იმიტომ გახდა, რომ მწერალს როგორღაც გადასახადები უნდა დაეფარა. დღეს საენტოლოლოგების მიმდევართა რაოდენობა 100 000 დან 10 000 000 მდე მერყეობს.

1. ვინ შექმნა საენტოლოგია?

თავისი წიგნის გამაოგნებელი წარმატების შემდეგ, ჰაბარდი მიხვდა, რომ რელიგია ფულის მოხვეჭის მშვენიერი საშუალებაა, ამიტომაც დაარეგისტრირა საენტოლოგიის ეკლესია. ამის შემდეგ იყიდა დიდი სახლი, გამოიცვალა ცოლი და ეფ ბი აის სიაშიც მოხვდა გადასახადების გადაუხდელობის . დამნაშავე მწერალი გემზე იმალებოდა ნეიტრალურ წყლებში, ცოლი კი მის მაგივრად ჩაჯდა ციხეში, დანაშაული სრულიად თავის თავზე აიღო. ბოლოს და ბოლოს ჰაბარდი გემიდან გადმოვიდა, 8 წლის შემდეგ კი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.image


2. რისი სწამთ საენტოლოგებს?

საენტოლოგია ემყარება გალაქტიკური კონფედერაციის კოსმოსური დიქტატორის, ქსენუს ისტორიას, რომელმაც მილიარდობით ტიტანი გადმოასახლა დედამიწაზე ჭარბი პოპულაციის გამო. ტიტანები კი შემდგომში ადამიანებში ჩასახლდნენ. დღეს, ყოველი ადამიანის ვალდებულებაა გამოიღვიძოს მასში ჩაძინებულმა ტიტანმა, ანუ განავითაროს საკუთარი ტალანტი და ზებუნებრივი შესაძლებლობები.



3.ვინაა ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან გაწევრიანებული სექტაში?

ყველაზე ცნობილი წევრი, რომელიც არც მალავს სექტის სიყვარულს, ტომ კრუზია. სწორედ ამ სექტის გამო დაშორდა ის კეტი ჰოლმსს, რადგანაც საენტოლოგია კრძალავს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც სექტას არ ემხრობიან, კრუზს საკუთარ შვილებთანაც კი არ აქვს კონტაქტი მათ გამო, მისი მრაალი მსახიობი კოლეგა კი მისგან თავის არიდებას ცდილობს, რადგანაც კრუზი ყველგან ცდილობს ეკლესიას პროპაგანდა გაუწიოს. სექტაში არიან ასევე ჯონ ტრავოლტა, ბრედ პიტი, ჯენიფერ ლოპესი, დასტინ ჰოფმანი, უილ სმიტი, რომელმაც საკუთარი თანხებით აუშენა სექტას სკოლა და სხვები.image


4. რატომაა საენტოლოგია აკრძალული?

ითვლება, რომ საენტოლოგიის მთავარი მიზანი მათი მიმდევრებისგან რაც შეიძლება მეტი ფულის მიღებაა. ორგანიზაციასი უმკაცრესი კონტროლია და ასევე ფსიქოლოგიური მორჩილება.

ფსიქიატრები ამბობენ, რომ ყოფილ საენტოლოგებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ რეაბილიტაციისთვის, ვიდრე სხვა სექტების მიმდევრებს.



5. რამდენს გამოიმუშავებენ საენტოლოგები?

ექსპერტების გამოთვლებით, საენტოლოგების საერთო გამომუშავებული თანხა დღეში 5 000 000 დოლარს აღწევს.




0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0