x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მსოფლიოში ცნობილი ცოცხალი ხიდები - ინდური ტომის უნიკალური ქმნილება
image

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ხიდები არც ბეტონისგანაა, არც ალუმინისგან და არც ხეებია საიმისოდ მოჭრილი, რომ დაემზადებინათ, თუმცა მაინც ხისგანაა დამზადებული. ეს როგორ? ხის საჰაერო ფესვების მჭიდრო განლაგებითაა შექმნილი ხიდის კონსტრუქცია, რაც უნიკალურს და განსაკუთრებულს ხდის მის ვიზუალს. მცენარეების ფესვები აგრძელებენ ცხოვრებას, იზრდებიან და ძლიერდებიან კიდეც.


ცოცხალი ხიდები მდებარეობს ინდოეთის აღმოსავლეთით, მეგალაის შტატში. უძველესი დროიდან აქ ცხოვრობდნენ ტომები, რომლებიც ფესვებისგან ხიდს ქმნიდნენ და დროთა განმავლობაში იხვეწებოდა ხიდების შექმნის ხელოვნება. წერილობით წყაროებით დასტურდება, რომ ცოცხალი ხიდი 1844 წლით დათარიღებულია.


image




ძირითადად ასეთი ხიდები იქმნება მარადმწვანე ფიკუსის ხის ფესვებისგან. ხიდის მშენებლობას დაახლოებით 15 წელი სჭირდება. ხიდი გამოსადეგია სანამ ხე ცოცხალია, შესაძლოა იარსებოს 100 წელი. ის დაცულია გახრწნისგან, რადგან ფესვები ცოცხალ მცენარეს ეკუთვნის. ჯანმრთელი ხეებისგან დამზადებული ხიდი უპრობლემოდ უძლებს 10 ადამიანის დატვირთვას. ფესვების ხიდი ამჟამად ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ტურისტებს ძალიან იზიდავთ.


0
463
3-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0