x
image
ლანა92
შავი სიმინდი - წარმოშობის ადგილი და სამი ფუნქცია, რისთვისაც მას იყენებენ


image





ალბათ, ყვითელი, წითელი და თეთრი სიმინდის შესახებ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არსებობს შავი სიმინდიც. შავი სიმინდის გაშენება პერუში უხსოვარი დროიდან დაიწყეს. მას დიდი ხანია, რაც პერუელები იყენებენ არა მხოლოდ საკვებად, არამედ დაავადებათა სამკურნალოდ.




image





შავი სიმინდი იზრდება ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრი სიმაღლეზე. ტკბილი შავი სიმინდის მრავალსაუკუნოვანი სელექციის (შერჩევის) პროცესში მისი 3 ძირითადი სახესხვაობა, რომელთაგან ერთი გამოიყენება ფაფის დასამზადებლად, მეორე

განკუთვნილია შესაწვავად, ხოლო მესამეს იყენებენ ეროვნული სასმლის - "ჩიჩა მორადა"-ს დასაყენებლად და ხელს უწყობს ენერგიის შენახვას, სიცოცხლის

გახანგძლივებასა და სხეულის გაახალგაზრდავებას.

შავი სიმინდის მარცვლები შეიცავს ისეთ მინერალურ მარილებს, როგორიცაა:

კალციუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი და სხვა. ეს მცენარეული

კულტურა მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის

ნორმალურად შედედებაზე, სისხლძარღვების მდგომარეობაზე და სისხლის

მიმოქცევის სისტემების ფუნქციონირებაზე.

სიმინდის ცილა შეიცავს სიცოცხლისათვის საჭირო ბიოლოგიურად აქტიურ

ნივთიერებებს - შეუცვლელ ამინომჟავებს: ლიზინსა და ტრიპტოფანს. შავი სიმინდი ეფექტიანადა ებრძვის სტრესს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. შავი

სიმინდი შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა, ის ორგანიზმს აცილებს არა მხოლოდ ტოქსინებსა და წიდებს, არამედ რადიონუკლიდებსაც.

დღეს მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია შავი სიმინდის სხვადასხვა

ჰიბრიდული ჯიში. ყველაზე დიდი მოთხოვნაა ჩინური წარმოების შავ სიმინდზე, რომელსაც აქვს შაქრის მაღალი შემცველობა (დაახლოებით 12 %) და ბუნებრივი ანტოციანინები, რომელიც ამ პროდუქტს აძლევს თავუსებურ

მუქ ფერს. ამ სიმინდის დამწიფების პერიოდი 85-90 დღეა, მოსავლის აღებას იწყებენ სიმწიფის პერიოდის დაწყებიდან მალევე (115 დღის შემდგომ).

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0