საბუნებისმეტყველო როდის და სად ჩნდება შავი პომიდორი პირველად და რა ფერის რბილობი აქვს მას 2021, 1 მარტი, 21:30 შავი პომიდორი ნამდვილად არსებობს. ეს ბოსტნეული ტრადიციულად ვარდისფერი, ან წითელია, მაგრამ ნურც მუქი ბორდოსფერი პომიდორი შეგაშინებთ. უფრო მეტიც, ის გაცილებით გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი ფერის პომიდორი. შავი პომიდორი წითელზე ცოტათი უფრო მოტკბოა, აქვს რუკოლას (გრაციას), ან კიტრის გემო.
პომიდორში შავი შეფერილობის ხარისხი, სიმუქე, შავი პიგმენტაცია დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობაზე, სადაც ეს ბოსტნეული ხარობს. იგი მუქი ვარდისფერიდან შეიძლება, გადადიოდეს მკრივ შავამდე შეფერილობაზე. შავ პომიდორს აქვს ერთი "მაგრამ", ანუ ნაკლი - ის არ ვარგა კონსერვებისათვის.
შავი პომიდორი სამხრეთ ამერიკის მკვიდრთათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში. დღეს ეს ბოსტნეული წარმოდგენილია სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშით, რომელიც მიღებულია ჩვეულებრივი სელექციის შედეგად.
შავი პომიდორი შიგნით წითელია, ისევე, როგორც ჩვეულებრივი პომიდორი.
შავ პომიდორს ჩვეულებრივი, წითელი პომიდვრისაგან განასხვავებს მკვრივი კანი, რის გამოც იცი გაცილებით დიდხანს ინახება. აქვს უფრო გამოხატული გემოც, რაც განპირობებულია შაქრისა და მჟავის მეტი კონცენტრაციით.
შავი პომიდვრის გემრიელი და არომატული ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით ა და ც ვიტამინებით. იგი ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს. შავი პომიდორი სასარგებლოა პროსტატის ადენომის სამკურნალოდ. იგი, ასევე, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და აბალანსებს არტერიულ წნევას, ზრდის იმუნურ თვისებებს, იცავს გაციებისაგან.
182 შეფასება არ არის
|