ტკბილეული უგემრიელესი ლიმონის მარმელადები მარტივად 2021, 28 თებერვალი, 21:37 50 ულუფა; საჭირო პროდუქტები: წყალი 130 მლ. + 70 მლ. ჟელატინისათვის; შაქარი - 400 გრამი; ჟელატინი - 2.5 სუფრის კოვზი; ლიმონის წვენი - 180 მლ. (3 ცალი ლიმონი); შაქარი მოსართავად - 25 გრ.; მომზადება: 3 ცალი ლიმონისაგან გამოწურეთ წვენი 180 მლ. ოდენობის; შაქარს დაუმატეთ წყალი და შუა ცეცხლზე დადგით. როცა შაქარი გალღვება, მაგრამ ჯერ კდიევ არ დუღს, ვაცალოთ 3 წუთი და მერე გადმოვდგათ. ჟელატინი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და კარგად ურიეთ 3 წუთის განმავლობაში. შაქრის სიროპი ჩაასხით ჟელატინში და კარგად მოურიეთ, უცებ ჩაასხით ლიმონის წვენიც. კარგად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. ყალიბს წაუსვით უსუნო ზეთი, ან სილიკონის ფორმები გამოიყენეთ. ჩაასხით მასა ფორმებში. როცა გაცივდება, შედგით მაცივარში 1-2 საათით. გამოიტანეთ თითოეული ნაჭერი მაცივრიდან და მოაყარეთ შაქარი, ან შაქრის პუდრა (შაქრით უფრო ლამაზია, ვიდრე შაქრის პუდრათი). გემრიელად მიირთვით! 42 შეფასება არ არის
|