x
image
თუთიკო ბერძენა
ვინ იყო "არაჩვეულებრივი გამოფენის" პერსონაჟის პიპინია ერისთავის ქუთაისელი პროტოტიპი პიპინია მიქელაძე

ალბათ ყველას გახსოვთ ფრაზები მართლაც არაჩვეულებრივი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომელიც მწერალ რეზო გაბრიაძის სცენარზე რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გადაიღო.


image

  • -აგული, შვილო, მე მამავარ შენი თუ ვინ ვარ?
-მე ვიცი ვინც ხარ. შენ ის პიპინია არ ხარ, პორტატურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოსწარი?! ვენაცვალე იაპონელებს. -აგკუწავ, შე უზრდელო!
  • - ლომი, ვეფვხი, პუმა
-აფთარზე მელაპარაკე -აფთარი, ყველაზე მყრალი თუ რამეა, პიპინია ბიძია, აფთარია რომელიც განთქმულია ცხოველთა სამყაროში თავისი გაიძვერობით ... -სწორია.
  • -(ბატონი ბონა) მე რომ მოვკვდები, ჩემი დაზოგილი ფულით შვილები იმ წუთში ვოლგას იყიდიან
-(პიპინია ერისთავი) Даа ... Волга- Волга мать родная.
  • - მთვრალია ეს
- მთვრალი კი არა ეგოისტი ვარ მე!
  • რა ხართ ეს მხატვრები, ქალი თუ არ გააკეთეთ ისე არ შეგიძლიათ
  • Тоже мне Микеланджело, Тинторетто ухх ... Паганини, ухх безделник
  • -აბა შენ იცი, როგორც გეუბნები, ასე უთხარი, კავალერიაში მინდა-თქვა!
- მარმარილოს ხელი არ ახლო, იდოს, სადაც დევს! - ხო, ხო... კაი, კაი... ასე უთხარი, კავალერია სისხლში მაქ-თქვა! - პიპინია, პერის გაუფრთხილდი! - ჰო... აბა შენ იცი! კავალერგარდის პოლკოვნიკის შვილი ვარ-თქვა. არ შეგრცხვეს, სინამდვილეა! - თუ გაგიჭირდეს, ბუფეტი გაყიდე. მარმარილო პოროსისაა, ხომ იცი! - Ох, да: რაც მთავარია, ქალებით ნუ გაერთობი! ქალი მეომრის პირველი მტერია, განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე! - კერასინკა ანთებული არ დაგრჩეს, პიპინია! - შენ ცხენს ალერსით მოეპყარ. - პერის მიხედე, პერის! - ჰო, ჰო! კაი, კაი! აბა შენ იცი, ვაჟკაცი ხარ და ვაჟკაცურად იყავი! Генерала слушайся! Мой мальчик! - იშიაზს მოუარე, პიპინია, იშიაზს! - რა შუაშია იშიაზი?

ქუთაისში ცხოვრობდა ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე პიპინია მიქელაძე, რომელიც თავისი იშვიათი იუმორითაც იყო განთქმული.მას რამდენიმე ფარა ეკუთვნის, რომელიც დღემდეა გავრცელებული



მას ეკუთვნის იდეა:"ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ".
პიპინია სიმაღლით 1, 93 სმ იყო, მხარბეჭიანი, ნამდვილი ქართული გარეგნობის ვაჟკაცი და დახვეწილი არისტოკრატიული მანერებით გამორჩეული.
პიპინიას სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რომელიც დღეს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაა. და წარმოიდგინეთ, როგორი სწავლა იყო გიმნაზიაში, რომ იგი თვით სარგის კაკაბაძესაც კი ეკამათებოდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ საკითხზე.
პიპინია მიქელაძე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, საოცარი მიგნებული მსჯელობა ჰქონდა.ცნობილი ფაქტია, რომ ოჯახში სტუმრად მისულ ილიკო სუხიშვილს უთხრა, ქართულ ცეკვაში ბუქნი არ შეიძლებაო.ქართულ სცენაზე "ცედური მრავალჟამიერი" პირველად იმღერეს პიპინია მიქელაძემ და მისმა მეგობრებმა: ბონდო მიქელაძემ, კოკინია დგებუაძემ, სანდრო ფაღავამ, დანიელა ურიამ... ასევე, ასევე, პირველად სწორედ მათ შეასრულეს ვარინკა წერეთლის "ციცინათელა."
ჯერ კიდევ 24 წლის იყო ოპიპინია, როცა მისი ნიჭიერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მიიწვია საგურამოში, თავის დღეობაზე, და თეთრჩოხიანი ულამაზესი ქუთაისელი ახალგაზრდა 2 ათასკაციან სუფრასთან თამადად დანიშნა.
image

***
...გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ქუთაისელი. პანაშვიდის დროს კარებში დგას ქალბატონი და გაიძახის: "არ მჯერა, არ მჯერა"!
პიპინიამ მიმართა: "ქალბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო!"
***
თეთრ ხიდზე მიმავალ პიპინიას ცნობილი მოღვაწე ანტონ ფურცელაძე შეხვედრია. პიპინიას უკითხავს, რა ისმის პოლიტიკაში ახალიო.
- მეტი ახალი რა გითხრა, საფრანგეთმა "დე იურე" გვცნო.
- სასიამოვნოა, სასიამოვნო! მაგრამ მაგი იმას ჰგავს, ჩემო ბატონო, თქვენ ამ ხიდზე იდგეთ, მე რიონს მივქონდე, ვყვიროდე:"მიშველეთ! მიშველეთ!" თქვენ ხიდიდან მეძახოდეთ: "გიცანით, ბატონო პიპინია, გიცანით!" და მე გეხვეწებოდეთ: "თუ მიცანით, ღვედი მაინც გადმომიგდეთ და ამომიყვანეთ!"
***
პიპინიას და მის მეგობრებს - ჯაბა ლომინაძესა და სიმონ ეზიკაშვილს ახალგაზრდობაში ჩამოყალიბებული ჰქონდათ კერძო სასამართლო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემსახურებოდნენ ქალაქის საზოგადოებას.
ქუთაისში, პუშკინისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე იყო მაშინ სასტუმრო "სევერნიე ნამერა", სადაც ხშირად სადილობდა აკაკი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ რესტორანში სანიმუშო სუფრას მართავდნენ პიპინია და მისი მეგობრები. წინასწარ გაიკვრებოდა აფიშები და საზოგადოებას იწვევდნენ საჩვენებელ სუფრასთან. თამადობდა პიპინია მიქელაძე, სუფრასთან მომღერლებიც იყვნენ, მოცეკვავეებიც, დეკლამატორებიც. ამით ქუთაისელი ფოლკლორისტები საუკეთესო ქართული ადათ-წესების პროპაგანდას ეწეოდნენ ქუთაისის საზოგადოებაში.
***
პარტიის ქალაქკომის მდივანმა ნარსიამ მოხუც პიპინიას ჰკითხა: ამხანაგო პიპინია, კაცურად მითხარით, კომუნისტების დრო ჯობია, თუ ნიკოლოზისო?
-როგორ გეკადრებათ?! ამდენი სიხარული, ახლა რომ არის, მაშინ სად იყო!
- რას გულისხმობთ?
- რას, ბატონო, და წყალი მოვა - გვიხარია, შაქარს ვიშოვით - გვიხარია, თეთრი პური გაჩნდება -გვიხარია, რა გაუძლებს ამდენ სიხარულს!
86 წლის ასაკამდე იცოცხლა პიპინიამ, იჯდა თურმე თავისი სახლის მეორე სართულის აივანზე მოხუცი არისტოკრატი და, როგორც კი ვინმე ქუჩაში, მისი აივნის ქვეშ გაივლიდა, უმალ ფეხზე წამოუდგებოდა!
2
610
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
610
  
2021, 1 მარტი, 11:58
უღრმესი მადლობა! დიდი სტიმულია ჩემთვის
თუთიკო, გაიხარე! გადასარევი სტატიაა!!!
0 1 2