სხვა ძლიერი ქარიშხალი და ტაიფუნი წყნარ ოკეანეში 2021, 26 თებერვალი, 10:15
ტროპიკული ქარიშხლები, თავიანთი ლამაზი სახელებით, რომლებიც თავს ესხმიან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებს დიდ ნგრევას იწვევს. მსოფლიოს სხვა რეგიონებში კი იშვიათადაა დამანგრეველი ქარიშხლები.
წყნარ ოკეანეში მრავალი შტორმისა და ქარიშხლის მთავარი მიზეზი არის წყლის ტემპერატურა, რომლის საშუალო წლიური მაჩვენებელია 19, 4 ცელსიუს გრადუსი, ზოგიერთ რეგიონში კი 29 ცელსიუს გრადუსს აღწევს.
გაცხელებული წყლის უზარმაზარი ადგილები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით თბილი წყლის ორთქლის ფორმირებას, რომელიც ატმოსფეროში ადის და ღრუბლებში ილექება, შემდეგ ძლიერი ნალექის სახით მიწაზე ვარდება, რაც ქარიშხლის ქარებს და უზარმაზარ ტალღებს იწვევს. დესტრუქციული ძალა, რომ შეინარჩუნონ ასეთ ქარიშხლებს სჭირდებათ თბილი, ტენიანი ჰაერის მუდმივი შევსება, ამიტომ ხმელეთზე ციკლონი სწრაფად კარგავს ძალას. 147 2-ს მოსწონს
|