x
image
ლადო_25
ალიმენტი - სპერმისთვის

imageსააპელაციო სასამართლომ ნიუ-მექსიკაში შექმნა იურიდიული პრეცენდენტი, როდესაც დონორი აიძულა, გადაუხადოს ალიმენტის სახით 250 დოლარი თვეში ქალს, რომელსაც ორი ბავშვი გააჩინა ხელოვნური განაყოფიერების გზით. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ შემთხვევაში დონორი, რომლის სპერმაც გამოიყენეს, მხოლოდ "ბიოლოგიური მამა" არ არის.

ალბუკერკის მცხოვრებმა, ქევინ ზერინგმა, უფლება მისცა ექიმებს, ორჯერ გამოეყენებინათ მისი სპერმა თავისი ნაცნობის, ჟანა ნიცსი ხელოვნურად გასანაყოფიერებლად. ჟანა ქორწინებაში იმყოფებოდა მეორე ქალთან. ზერინგი ხშირად ნახულობდა თავის ბიოლოგიურ ბავშვებს, მაგრამ უარს ამბობდა მათზე ეზრუნა. ქალებმა სასამართლოს მიმართეს, რათა აეძულებინათ ზერინგი, გადაეხადა ალემენტი. ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების მამა არ იყო ანონიმური დონორი, რომელიც კანონის ძალით, არ არის ვალდებული, იზრუნოს თავის ბიოლოგიურ შვილებზე და შეთანხმების თანახმად, რომელიც სასამართლოში იქნა მიღწეული, ზერინგი გადაიხდის 250 დოლარს თვეში და ამისთვის ის მიიღებს უფლებას, რეგულარულად მოინახულოს ბავშვები.

0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0