x
image
ლადო_25
მსოფლიოში ყველაზე საშიში პროფესიები (+ფოტოები)
image
მსოფლიოში არსებობს პროფესიები, რომლებიც არა თუ მხოლოდ საშიშია სიცოცხლისთვის, არამედ საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში საშიშ პროფესიებს.


ერთ-ერთი საშიში პროფესიაა: მაღაროელი


ადამიანებმა 15 საუკუნიდან დაიწყეს მინერალების მოძიება მიწის წიაღიდან, ეს ხდებოდა ხელსაწყოებითა და ცხოვლების ძალების საშუალებით.


სამთო სამუშაო საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, ამავდროულად საშიში, რადგან ადამიანს დიდ სიღმეებში უწევს მუშაობა. 21 საუკუნეში მიუხედავად გაუმჯობესებული აღჭურვილობისა მაღაროელები ბოლომდე დაცულები არ არიან.





მეხანძრე

image

მათი სიცოცხლე სამუშაოების დროს მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ისინი შეიძლება დაიღუპონ სტრუქტურის ნგრევის, ქიმიური მოწამვლის, ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის გამო გონება დაკარგონ. ეს პროფესია შესაძლოა გადაეცეს თაობიდან-თაობას, საკმაოდ პრესტიჟულ პროფესიას წარმოადგენს.



საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველები

image

ეს პროფესია ერთ-ერთი სარისკოა, თუმცა ძალიან პოპულარული. ნებისმიერ სიტუაციაში -როცა საჭიროა მათი ჩართულობა, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანს ან ბუნებას ისინი მუდმივად მზადყონაში არიან მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მათი საქციელი ბევრი ადამიანის გულებში რჩება, შესაძლოა ითქვას სიცოცხლის ფასადაც კი.




მშენებელი

image

სამშენებლო სამუშაოების დროს ხშირად დიდ საფრთხეს წარმოადგენს იმ მუშებისთვის, რომლებიც დიდ სიმაღლეზე ადიან, არ არის დაცული რეგულაციები, დამსაქმებლები არ უქმნიან შესაბამის გარემოს და ამავდროულად ხშირად მუშები უგულვებელყოფენ უსაფრთხოების ზომებს.




სამხედრო მოსამსახურე

image

ჯარისკაცები მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიას წარმოადგენენ. მიუხედავად დროის ცვლილებისა, პროგრესისა სამწუხაროდ დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება საომარ სიტუაციებში. დიპლომატიის მაგივრად იარაღით აგვარებენ საქმეს, რის შედეგადაც ადამიანის სიცოცხლე ისპობა.




ჟურნალისტები

image

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია არის ინფორმაციის გადაცემა და ხალხთან კომუნიკაცია, საკმაოდ საფრთხის შემცველია. 1) მათ უწევთ ყველანაირი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა, ინტერვიუს აღება და შესაძლოა მათი სიცოცხლის მოსპობით დასრულდეს. 2) ისინი ხშირად იმყოფებიან საომარი სიტუაციების ცხელ წერტილში და იღებენ კადრებს


3) აგრესიული აქციების დროს მათი აქტიური ჩართულობა


აღსანიშნავია ის, რომ არსებობენ სამხედრო ტიპის ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებად დაცულები არიან, ვიდრე ჯარისკაცები. ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი კადრები ხშირად ხდება სიცოცხლის ფასად.


საინტერესო სტატიები

image1)მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილები (+ფოტოები)

2)10 წლის ყველაზე მსუქანი ბიჭი მსოფლიოში

3)10 ყველაზე საშიში წყლის ბინადარი (+10 ფოტო)

4)მოგზაურობისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები (+ფოტოები)

5)მსოფლიოში 6 ყველაზე საშიში საკვები (+ფოტოები)

6)მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ( +ფოტოები)



0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
316