x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352823
  • სურათი:489352
ნებისმიერი დიეტის ყველაზე მთავარი წესი

image


ნებისმიერი დიეტის საფუძველს კვებში თავშეკავება და ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს.

მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია, ჭარბ წონასთან ბრძოლის დროს, საკვების ზომიერად მიღება არის. გარდა ამისა, საჭიროა უარის თქმა მაღალკალორიულ პროდუქტებზე – შაქარზე, ცხიმებზე და ტრანსცხიმებზე და არც ფიზიკური აქტივობა უნდა დავივიწყოთ.

40 წლის შემდეგ, აუცილებელია ვარჯიში და მოძრაობა, რადგან ამ ასაკიდან ენერგეტიკის მეტაბოლიზმი შენელებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ზომიერად იკვებება, ორგანიზმი ენერგიას მაინც შეზღუდვით გასცემს.

გარდა ამისა, თუ წონაში დაკლებას აპირებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ:

სიმსუქნე და პრობლემები ჭარბ წონასთან – ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე ქალებს შორის, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მას სწორად და ეს ბრძოლა რით უნდა დაიწყოს, რომ შედეგი დადებითი იყოს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჰორმონების ექსპერტი სარა გოტფრიდი დარწმუნებულია, რომ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი ჰორმონებშია, უფრო ზუსტად, – მათ არასწორედ გამომუშავებაში, რაც თავის მხრივ, ორგანიზმის სხვა ფუნქციების დარღვევას იწვევს. ყოველივე ამის შედეგი კი, – ზედმეტი კილოგრამები, სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული დაავადებები (დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სახსრების ტკივილი...) ყალიბდება.

ქალის ორგანიზმში ჰორმონები წამყვან როლს ასრულებენ. სწორედ ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე არის დამოკიდებული რეპროდუქციული ფუნქცია, ლიბიდო, წონის მატება, თუ კლება, სიმაღლე, მადა და წარმოიდგინეთ, სუსტი სქესის წარმომადგენლების ცუდ ან კარგ ხასიათზე ყოფნაც კი.

როდესაც ქალის ორგანიზმში ჰორმონალური სისტემა დაბალანსებულია, ჰორმონები წარმატებით უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ფუნქსიებს, წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს, – ამტკიცებს სარა გოტფრიდი. მისი აზრით, ქალების უმრავლესობას, იდეალური და საოცნებო გარეგნობისკენ მიმავალ გზას, სწორედ ჰორმონები უღობავენ.

ექიმი ქალბატონებს რეკომენდაციას აძლევს, რომ გადახედონ თავიაანთ რაციონს და მასში ცვლილებები ჰომეოსტაზის (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგ ხასიათზეა, კანი შიგნიდან ბზინავს, ხოლო ფრჩხილები და თმა ისე სწრაფად იზრდება, როგორც სოკო, წვიმის შემდეგ) უზრუნველსაყოფად შეიტანონ. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage







0
177
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0