სხვა ტელეწამყვანის ნინო შუბლაძის და, კორონავირუსით გარდაიცვალა 2021, 25 თებერვალი, 16:11 ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის " საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და სოფო შუბლაძე, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში. სოფო შუბლაძე იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო არასამთაბვრობო ორგანიზაციის "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი. სოფოს მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში დამძიმდა, თუმცა ახლობლები იმედს არ კარგავდნენ და მისი გადარჩენის სჯეროდათ. „არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – წერდა ნინო შუბლაძე რამდენიმე დღის წინ. კორონავირუსის გადატანის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და როგორც ცნობიალია სოფო შუბლაძე თრომბით გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ: „დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე, ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!“, - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მეგობარს დის გარდაცვალებას უსამძიმრებს. სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში 327 4-ს მოსწონს
|