x
image
კატაპულტი
დონალდ ტრამპის გასაიდუმლოებულ ახირებებს ფარდა აეხადა

image
ძნელია ისეთი ადამიანის სურვილების დაკმაყოფილება შეძლო, როგორიც დონალდ ტრამპია. მისი ახირებების შესახებ აქამდე მხოლოდ ჩუმად საუბრობდნენ, ახლა კი ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი მისი განსაკუთრებული სურვილები. მკითხველთა უმრავლესობა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს მისი ახირებების უსასრულო სია ექნებოდა, თუმცა ჟურნალი “WASHINGTONIAN" -ი ტრამპის სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მონაყოლზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს უჩვეულო ქცევები ჰქოდა, კერძოდ, ის იშვიათად მიირთმევდა საკვებს თეთრი სახლის გარეთ და თუ იყო ასეთი შემთხვევების მცირე რაოდენობა, ეს ხდებოდა პრეზიდენტის რეზიდენციიდან არც ისე შორ მანძილზე, მისივე სასტუმროს რესტორანში. მისი გამოჩენისთანავე მომსახურე პერსონალს ის 72-ე მაგიდასთან უნდა მიეყვანა და დაესვა, ამის შემდეგ აუცილებელი მოქმედება იყო სტუმრისათვის სადეზინფექციო ხსნარის მიწოდება, რას მოსდევდა ოფიციანტის პირველი კითხვა: “გსურთ თქვენი დიეტური კოლა ყინულით ან მის გარეშე?" სასმლის გახსნა ნებადართული იყო მხოლოდ ტრამპის თვალწინ და არავითარ შემთხვევაში მანამდე. ამასთან ოფიციანტს ბოთლის ქვედა მესამედზე უნდა ჰქონოდა ხელი მოკიდებული და მეორე ხელში ბოთლის გრძელპირიანი ასახსნელი სჭეროდა.ჩამოსხმის შემდეგ, ჭიქა აუცილებლად მის მარჯვნივ უნდა დაედგათ. სუფრაზე მალევე უნდა ყოფილიყო კრევეტების კოქტეილი, ხოლო 2 წუთის შემდეგ უნდა მიერთმიათ ორმაგი ულუფა პოპოვერი (საკონდიტრო ნაწარმი). რაც შეეხება დონალდ ტრამპის საყვარელ კერძს, ეს გახლდათ კარტოფილი სტეიკთან ერთად. კიდევ ერთი აკვიატებული სურვილი იყო HEINZ-ის ფირმის კეტჩუბი მინის ბოთლით, რომელიც ასევე მისი თანდასწრებით უნდა გახსნილი, მსგავსად კოკა-კოლასი.

მიუხედავად იმისა, სტუმრობდა თუ არა ტრამპი რესტორანს, 72-ე მაგიდაზე აუცილებლად უნდა დებულიყო მისთვის განკუთვნილი თეფში და ლანგარი, რომელზეც იქნებოდა კარტოფილის ჩიფსები არაჟნითა და ხახვით, და ასევე “მილკი ვეის", “სნიკერსის" და “ორეოს" ტკბილეული.

როგორც აღმოჩნდა, არც პირველ ლედის ჰქონდა განსაკუთრებული სურვილების ნაკლებობა. პრეზიდენტის ოჯახის შეფ-მზარეული იხსენებს, რომ მელანია ტრამპმა ერთხელ ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული თევზის კერძი დაიწუნა და უკან გააბრუნებინა მსახურს.მიზეზი: ის მორთული იყო ხახვითა და ოხრახუშით.


P.S. ასევე საინტერესოა:

ამერიკელი ფსიქოთერაპევტები: “დონალდ ტრამპი ფსიქიკურად ავადაა"

*

“ოთხ წელიწადში შევხვდებით" –მუქარა თუ რეალური გეგმა?!

*

დონალდ ტრამპის საიდუმლო გეგმა - რას უნდა ველოდოთ მისგან?!

*

0
569
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0