მსოფლიო ასეთი მოსამართლეები საქართველოს რატომ არ ჰყავს? კანადაზე განვითარებული ქვეყანა ვართ? 2021, 25 თებერვალი, 10:48 კანადაში პურის ქურდობის გამო მოხუცი კაცი დააპატიმრეს და სასამართლოში გაგზავნეს.
მოხუცმა დანაშაული აღიარა და განმარტა თავისი შეცდომა : "მესამე დღე იყო, რომ მშიერი ვიყავი და ლამისაა შიმშილით ვკვდებოდი" . მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა:
"თქვენ ხვდებით, რომ იქურდეთ, მე კი ამის გამო 10 დოლარით გაჯარიმებთ.
ვიცი, რომ არ შეგიძლიათ ამ თანხის გადახდა, ასე რომ თქვენს მაგივრად მე გადავიხდი" .
სასამართლო დარბაზში ყველა გაჩუმდა, მოსამართლემ ჯიბიდან ამოიღო ათი დოლარი და სთხოვა თანაშემწეს მოხუცის მაგივრად თანხა ხაზინაში ჩაერიცხათ. შემდეგ წამოდგა და დარბაზს უთხრა: ”თქვენ ყველანი ხართ დამნაშავე და თითოეულმა თქვენგანმა უნდა გადაიხადოს ათი დოლარი, რადგან ცხოვრობთ ქალაქში, სადაც მოხუცი შიმშილობს და იძულებულია მოიპაროს".
480 დოლარი შეგროვდა სასამართლო დარბაზში. თანხა მოსამართლემ მოხუცს გადასცა და დაამატა: _ თუ ღარიბ და მშიერ მოხუცს დაინახავთ ქუჩაში, სადაც ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, უნდა იცოდეთ, რომ იმ ქვეყნის მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ . "
და ეს მოსამართლე იყო ფრანკ კაპრიო.
მოხუცების მდგომარეობა საქართველოში? ქართველი მოხუცები იშვიათად კადრულობენ ქურდობას, სამაგიეროდ ნაგვის ურნებში იქექებიან, გასანკუთრებით შბინდებისას, რადგან შიმშილთან ერთად თავმოყვარეობაც მუშაობს. საქართველოში მოხუცები თავით ნაგვის ურნებში არიან გადავარდნილი და სხვის ნარჩენებს ეძებენ.
და არა მარტო მოხუცები, არამედ ბავშვები. მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილი რომ ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებს, საინტერესოა, ასეთ მდგომარეობაზე რას იტყოდა ბატონი ფრანკ კაპრიო. ასევე საინტერესოა, რას ამბობენ ქართველი მოსამართლეები. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სასამართლო საქართველოში, კონსტიტუციის ფურცლებზე გაწერილი დამოუკიდებლობის მიუხედავად, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტტუცია. ჯიბის მოსამართლეები კი, რომლებიც პოლიტიკოსებისგან იღებენ მითითებებს, ვინ დაიწირონ და ვინ გაათავისუფლონ, რა თქმა უნდა თვალს დახუჭავენ ნაგვიოს ურნებში მქექავი ადამიანების დანახვისას! 254 4-ს მოსწონს |
ამჟამად ვსწავლობ ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, მეცხრე კლასში. აქ მეცადინეობის შემდეგ შემოვდივარ და ვწერ, თუმცა ნახვადობა მხოლოდ ისეთ პოსტებს აქვს, რომელსაც ნეკროფილები, პედოფილები, მანიაკები და სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები დაესევიან, ზოდიაქოებს და აბსოლუტურ სისულელეებს. მინდა დანის პირზე გავიარო - ნახვადობის გაზრდისა და შესაბამისად, ფულის გამო რომელიმე უკიდურესობაში არ გადავვარდე. ხარისხიან სტატიებს საერთოდ არ ჰყავს მნახველი. ამაში დავრწმუნდი. ამიტომ წერე რამდენიც გინდა, მაინც არავინ ნახავს... მოკლედ, ამ დილემას იმედია სწორად გადავლახავ. მადლობა თქვენ, რომ სტიმულს მაძლევთ და მოტივაციას მიკეთებთ სრულიად უცხო ადამიანს, რომლის ასაკიც კი არ იცოდით დღემდე :)