მოგზაურობა მამაკაცმა ტაქსი გამოძახა და....მოსკოვიდან ხაბაროსკში იმგზავრა,რა დროსაც 8 000 კილომეტრი გაიარა 2021, 24 თებერვალი, 14:24 მოსკოვიდან თვითმფრინავით შესაძლებელია 7 საათიანი ფრენის შემდეგ ხაბაროვსკში მოხვედრა. თუმცა, აეროფობიით დაავადებულმა მამაკაცმა ბევრად უფრო რთული გზა აირჩია. მან ტაქსი გამოიძახა და შორეული აღმოსავლეთისკენ ავტომობილით გაემგზავრა. ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია ჯერ Telegram არხებზე, შემდეგ კი ფედერალურ გამოცემებში გავრცელდა.მათ შორის 360tv.ru, "კომსომოლსკაია პრავდა" და სხვა, თუმცა ამ ამბის ზუსტი დასტური(ან უარყოფა)არ ყოფილა. ეს ამბავი სავარაუდოდ თავად ტაქსის მძღოლმა მესენჯერით გაავრცელა, ბიშკეკის მკვიდრმა თქვა, რომ მამაკაცმა იგი აპლიკაციის საშუალებით გამოიძახა, ადგილზე მისულმა შეკვეთა გააუქმა და ამის შემდეგ, უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიის გადაკვეთა მანქანით მოუხდათ, რისთვისაც მგზავრმა 250 ათასი რუბლი გადაიხადა.(11 000 ლარი) უცნობია მოგზაურობის დროს რამდენჯერ გაჩერდა ტაქსი, რამდენი ფული დაიხარჯა ბენზინზე, სად ათენებდნენ ღამეს და ა.შ., ერთი რაც არის ცნობილი:ტაქსის მძღოლმა თქვა, რომ მგზავრი გზაში "ბევრ არაყს" სვამდა . ხაბაროვსკში ჩასვლის შემდეგ მძღოლმა მოსკოვში გამგზავრების მსურველების მოძებნა სცადა, თუმცა უცნობია, მოახერხა თუ არა. მოსკოვიდან ხაბაროვსკამდე 8000 კილომეტრზე მეტია. ავტომობილით ამ მანძილის გავლა შესაძლებელია 6-7 დღეში. ამავდროულად, თვითმფრინავით შორეული აღმოსავლეთის ამ ქალაქში 7-8 საათში შეგიძლიათ ჩაფრინდეთ მხოლოდ 9-10 ათას მანეთად(400-450 ლარი) და კიდევ, ხოლო იმათთვის, ვისაც აეროფობია აწუხებს -მატარებლითაც თითქმის იგივე ფასია(9 000 რუბლი) და ჩქარი მატარებელი 6 დღეში ჩადის ადგილზე და რა თქმა უნდა მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ავტომობილით. 593 3-ს მოსწონს
|